როგორ ხდება საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე?623 2024.05.26
როგორ ხდება საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე?

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით:

- მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

- ნივთის გადაცემად ითვლება

• შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში;

• არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად;

• მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

როგორ ხდება საკუთრების უფლების გადაცემა?

მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემის აუცილებელი წინაპირობაა:

• ნამდვილი უფლება და

• ნივთის შემძენისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა

 

მართალია, ვალდებულებითი გარიგებით ხდება საკუთრების დათმობა, თუმცა შემდგომ გადაცემაა საჭირო. გადაცემა კი რეალური აქტია (ფაქტობრივი მოქმედება).

 

რა კომპონენტების დაკმაყოფილებაა საჭირო?

1. მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის უფლებამოსილ პირად კოდექსი ნივთის მესაკუთრეს განსაზღვრავს,

2. საკუთრების გადაცემა უნდა განხორციელდეს ნამდვილი უფლების საფუძველზე,

3. მესაკუთრემ ნივთი უნდა გადასცეს შემძენს.

 

ზოგადად, გადაცემა ნიშნავს ნივთის შემძენისათვის პირდაპირი მფლობელობის მინიჭებას.

ნივთის გადაცემა რეალური აქტია, რომელსაც თან სდევს მხარეების კონსესუსი: მესაკუთრის მიერ მფლობელობის გადაცემის ნება და შემძენის მიერ მფლობელობის მიღების ნება.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა დამატებით კითხვები გაგიჩნდეს.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.