შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა5282 2025.02.17
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა

შრომითი ხელშეკრულება

რა არის შრომითი ურთიერთობა?

შრომის კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად:

შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

ვინ არიან შრომითი ურთიერთობის სუბიექტები?

ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული.

 

ხოლო, კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება.
 

რა საფუძვლით შეიძლება შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება?

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია, მაგალითად:

• ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

 

• შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

 

• წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

 

• მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

 

• კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა;

 

• ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

 

• დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება;

 

• სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

 

დავა დამსაქმებელთან

დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

 

დამსაქმებლის წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელს შეუძლია დამსაქმებლის გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

თუკი დაუსაბუთებლად გაგათავისუფლეს სამსახურიდან, დაგვიკავშირდით კონსულტაციისათვის.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.

სხვა სიახლეები
19 ოქტ

როგორ ხდება ცოლ-ქმრის ერთობლივი ქონების გაყოფა?

16 ოქტ

რა ვადაში გადადის ვალი ხანდაზმულობაში საქართველოში?

12 ოქტ

რა უნდა შევამოწმოთ ბინის ყიდვამდე საჯარო რეესტრში?

09 ოქტ

როგორ დავარეგისტრიროთ შპს: საჭირო დოკუმენტები და ეტაპები

07 ოქტ

როდის არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო?

30 სექ

უწყების ჩაბარება ოჯახის წევრის მიერ

15 სექ

მემკვიდრეობით მიღებული ვალები გადადის მემკვიდრეზე?

14 მაი

დაუსწრებელი გადაწყვეტილება: რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

24 მარ

როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...

06 მარ

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება