ნასყიდობა გადახდის განვადებით - ცნება და შინაარსი104 2025.06.24
ნასყიდობა გადახდის განვადებით - ცნება და შინაარსი

ნასყიდობა გადახდის განვადებით, ცნება

სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის მიხედვით:

განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში. 

 

გამყიდველის ვალდებულება განვადებით ნასყიდობისას 

თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას იგი ვალდებულია დაიცვას სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.

 

განვადებით ნასყიდობისას, თუ განვადებით ნასყიდობის შედეგად მყიდველის ჯამური ვალდებულებები ამავე გამყიდველის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს არ აღემატება, გამყიდველის მიერ 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.

 

განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა

განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

 

რა უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში?

• ნაღდი გადახდის ოდენობა;

• ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო;

• წლიური პროცენტის ოდენობა.

 

გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საბუთების ასლი.

 

ნივთის გადაცემის მომენტიდან ხელშეკრულების დადების პრეზუმფცია

თუ ხელშეკრულება დადებულია სამოქალაქო კოდექსის 506-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტების გარეშე.

 

ორმხრივი რესტიტუცია ვალდებულების შეუსრულებლობისას

თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.

 

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით.

Law Office/საადვოკატო ბიურო OK&CG