257
2026.10.19
განქორწინება თავისთავად სოციალურად და ემოციურად რთული პროცესია, თუმცა სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, როცა საქმე ერთობლივი ქონების - ბინის, მანქანის, ბიზნესის ან დანაზოგის გაყოფაზე მიდგება.
მითი იმის შესახებ, რომ „ყველაფერი ავტომატურად შუაზე იყოფა“, რეალურ პრაქტიკაში ბევრად უფრო კომპლექსურია.
სანამ სასამართლოს მიმართავთ ან მოლაპარაკებას დაიწყებთ, აი, რა უნდა იცოდეთ კანონმდებლობასა და სამართლებრივ პრაქტიკაზე:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ნებისმიერი ქონება, როგორც წესი, მეუღლეთა თანასაკუთრებად ითვლება - მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლის სახელზეა ის დარეგისტრირებული ან ვინ იღებდა შემოსავალს.
• ქორწინებამდე შეძენილი ქონება: რომელიც მხარეს ქორწინების რეგისტრაციამდე უკვე ეკუთვნოდა.
• მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება: მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქონება ქორწინების პერიოდშია მიღებული, ის მაინც ინდივიდუალურ საკუთრებად რჩება.
• პირადი მოხმარების ნივთები: ტანსაცმელი/ფეხსაცმელი და ინდივიდუალური მოხმარების საგნები (გარდა ძვირფასეულობისა და სხვა ამ ტიპის საგნებისა).
თუ ერთ-ერთ მეუღლეს ქორწინების პერიოდში აქვს დაფუძნებული შპს ან შეძენილი აქვს ბიზნესის წილები, ეს ქონებაც ერთობლივად შეძენილად ითვლება.
მეორე მეუღლეს, როგორც წესი, უფლება აქვს მოითხოვოს არა თავად კომპანიის მართვაში ჩართვა ან წილის მექანიკურად გადაფორმება (რაც ხშირად ბიზნესის პარალიზებას იწვევს), არამედ ქონებრივი კომპენსაცია - წილის რეალური საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა.
• თუ სესხი ან იპოთეკა აღებული იყო ოჯახის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე (მაგალითად: საცხოვრებელი ბინის შესასყიდად ან ოჯახური ბიზნესისთვის), ის ორივე მეუღლის ერთობლივ ვალად ითვლება.
• თუ ერთ-ერთმა მხარემ სესხი აიღო პირადი ინტერესებისთვის (მაგალითად, აზარტული თამაშებისთვის ან პირადი საჭიროებისთვის) და ეს მეორე მხარემ დაამტკიცა, ეს ვალი ინდივიდუალურად იმ მხარეს დარჩება.
• არასრულწლოვანი შვილები: სასამართლოს უფლება აქვს, გადაუხვიოს წილთა თანაბრობის პრინციპიდან და იმ მეუღლეს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილები რჩებიან საცხოვრებლად, შედარებით უფრო დიდი წილი მიაკუთვნოს.
• ქონების გადამალვა/გასხვისება: ხშირად განქორწინებამდე ერთ-ერთი მხარე ცდილობს ქონების ნათესავზე/ოჯახის წევრზე გადაფორმებას. ასეთი გარიგებები სასამართლოში ბათილდება, თუ დაინტერესებული მხარე დაამტკიცებს, რომ გარიგება მოჩვენებითი იყო.
• მოლაპარაკებით (საქორწინო ხელშეკრულება ან შეთანხმება): მეუღლეთა შორის შეთანხმება ყველაზე სწრაფი, ცივილიზებული და მარტივი გზაა.
• სასამართლოს გზით: თუ მხარეები ვერ თანხმდებიან, ასეთ შემთხვევაში იწყება სასამართლო დავა.
ქონებრივი დავისას ემოციებს არ უნდა აჰყვეთ. სასამართლოში დავის დროს ხშირად იხარჯება იმაზე მეტი რესურსი (დრო, ადამიანური და ფინანსური რესურსი), ვიდრე თავად გაყოფილი ქონების ღირებულებაა.
სანამ ქონების თვითნებურად გაყოფას შეეცდებით, გაიარეთ კონსულტაცია იურისტთან/ადვოკატთან. 15-წუთიანი ანალიზი დაგეხმარებათ აირიდოთ უკანონო დანაკარგები და დაიცვათ თქვენი კანონიერი ინტერესები.
ტელეფონი: 592 19 11 19
ელ-ფოსტა: info@myadvocate.ge
მისამართი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 12ბ.
რა ვადაში გადადის ვალი ხანდაზმულობაში საქართველოში?
რა უნდა შევამოწმოთ ბინის ყიდვამდე საჯარო რეესტრში?
როგორ დავარეგისტრიროთ შპს: საჭირო დოკუმენტები და ეტაპები
როდის არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო?
უწყების ჩაბარება ოჯახის წევრის მიერ
მემკვიდრეობით მიღებული ვალები გადადის მემკვიდრეზე?
დაუსწრებელი გადაწყვეტილება: რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება
შესაძლებელია თუ არა ქორწინების ბათილად ცნობა?