128
2026.05.14
სამოქალაქო დავის პროცესში მხარეებს ხშირად ჰგონიათ, რომ სასამართლოში არგამოცხადება ან პასუხის არგაცემა პროცესს შეაფერხებს.
სინამდვილეში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მექანიზმს, რომელიც „პასიურ“ მხარეს საკმაოდ მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს. ამას დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეწოდება.
ამ დროს სასამართლო არ ელოდება მეორე მხარეს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომლებსაც მომჩივანი (მოსარჩელე) მიუთითებს.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედებს ე.წ. ფაქტობრივი გარემოებების აღიარების პრეზუმფცია. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ არ გამოცხადდით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თქვენ ეთანხმებით მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახელებულ ყველა ფაქტს. სასამართლო მხოლოდ იმას ამოწმებს, რამდენად გამომდინარეობს სარჩელის მოთხოვნა ამ ფაქტებიდან იურიდიულად. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
დიახ, მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აგრეთვე მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232' მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანონ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ.
თუ სასამართლო საჩივარს დააკმაყოფილებს, პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ „მეორედ“ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მისი გასაჩივრება გაცილებით რთულია და მხოლოდ ზემდგომ ინსტანციაშია შესაძლებელი.
საპროცესო ვადების გაშვებამ შესაძლოა ისეთ შედეგამდე მიგიყვანოთ, სადაც თქვენი სიმართლის დამტკიცების შანსი მინიმალური იქნება.
Law Office/იურიდიული კომპანია OK&CG.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება
შესაძლებელია თუ არა ქორწინების ბათილად ცნობა?
შესაძლებელია თუ არა ანდერძის შეცვლა?
სუროგატის უფლებების დაცვა: პრაქტიკული რჩევები
მართვის უფლების აღდგენა - ვის შეეხება ამნისტია?
მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაცია
სამკვიდროს მიღება ან უარი მის მიღებაზე
რას გულისხმობს უდანაშაულობის პრეზუმფცია?
რჩევები ავტოსაგზაო შემთხვევისას