სუროგატის უფლებების დაცვა: პრაქტიკული რჩევები75 2025.12.26
სუროგატის უფლებების დაცვა: პრაქტიკული რჩევები

სუროგატის უფლებების დაცვა

სუროგაცია საქართველოში სამართლებრივად კომპლექსური სფეროა. ეს პროცესი მოითხოვს არამხოლოდ სამედიცინო ზედამხედველობას, არამედ მყარ იურიდიულ გარანტიებს თითოეული მხარისთვის.

სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ სათანადო იურიდიული დაცვის გარეშე, სუროგატი დედები ხშირად აღმოჩნდებიან არაკეთილსინდისიერი პირობებისა და ფინანსური რისკების წინაშე.

შეუსრულებელი ვალდებულებები

კონსულტაციისთვის მოგვმართა მოქალაქემ, რომელმაც სუროგაციის ხელშეკრულების საფუძველზე ტყუპები გააჩინა.

 

მიუხედავად იმისა, რომ სუროგატმა დედამ ნაკისრი ვალდებულებები სრულყოფილად და კეთილსინდისიერად შეასრულა, პოტენციურმა მშობლებმა შეთანხმებული ანაზღაურება სრულად არ გადაიხადეს.

 

რატომ არის ადვოკატის ჩართულობა მნიშვნელოვანი?

ხშირად, სუროგაციის ხელშეკრულებები შედგენილია ცალმხრივად, სადაც სუროგატი დედის უფლებები მინიმუმამდეა დაყვანილი ან ბუნდოვანია. ადვოკატის მიერ დოკუმენტის წინასწარი გაცნობა და დეტალური კონსულტაცია უზრუნველყოფს:

პირობების იდენტიფიცირებას: ხელშეკრულება შესაძლოა ითვალისწინებდეს პუნქტებს, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავს თქვენს თავისუფლებას ან აწესებს გაუმართლებელ სანქციებს.

 

გადახდის გრაფიკს: ადვოკატი გაითვალისწინებს, რომ ანაზღაურების პირობები იყოს მაქსიმალურად მკაფიო, ეტაპობრივი და აღსრულებადი.

 

რისკების პრევენციას: სამართლებრივი კონსულტაცია გაცილებით ნაკლებ დროსა და რესურსს მოითხოვს, ვიდრე წლობით მიმდინარე სასამართლო დავა, რომელიც ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს.

რეკომენდაცია

ჩვენი მთავარი რჩევაა: ნუ მოაწერთ ხელს ხელშეკრულებას ადვოკატთან კონსულტაციამდე.

გახსოვდეთ, სამართლებრივად გამართული დოკუმენტი თქვენი უსაფრთხოებისა და შრომის დაფასების ერთადერთი გარანტიაა.