150
2026.02.25
ხშირად საზოგაგოებას ერთმანეთში ერევა ქორწინების შეწყვეტა (განქორწინება) და ქორწინების ბათილად ცნობა. თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მათ შორის არსებითი განსხვავებაა.
თუ განქორწინება ნამდვილი ქორწინების დასასრულია, ბათილად ცნობა ნიშნავს, რომ ქორწინებას რეგისტრაციის მომენტიდანვე არ წარმოუშვია იურიდიული შედეგები.
წინამდებარე ბლოგში განვიხილავთ იმ ძირითად შემთხვევებს, როდესაც კანონმდებლობა ქორწინების გაუქმების შესაძლებლობას იძლევა.
ქორწინების ბათილად ცნობის უფლებამოსილება ექსკლუზიურად სასამართლოს გააჩნია. სანამ არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ქორწინება ნამდვილად ითვლება.
• საქორწინო პირობების დარღვევა: მაგალითად, ნების თავისუფალი გამოხატვის არარსებობა ან ასაკობრივი ზღვრის დაუცველობა.
• დამაბრკოლებელი გარემოებები: თუ პირები უკვე იმყოფებიან სხვა ქორწინებაში, არიან ახლო ნათესავები ან არსებობს სხვა კანონისმიერი აკრძალვა (მუხლი 1120).
• ფიქციური ქორწინება: როდესაც რეგისტრაციის მიზანი არა ოჯახის შექმნა, არამედ სხვა სარგებლის მიღებაა (მაგალითად, მოქალაქეობის მოპოვება).
• იძულება: თუ ქორწინება ძალადობის ან მუქარის შედეგად შედგა.
ქორწინების ბათილად ცნობას მძიმე სამართლებრივი შედეგები მოჰყვება - ის უქმდება რეგისტრაციის დღიდან.
• კეთილსინდისიერ მეუღლეს შეიძლება მიეკუთვნოს სარჩო (ალიმენტი) მეორე მხარისგან.
• ქონება შეიძლება გაიყოს ისე, როგორც ნამდვილი ქორწინების დროს.
• მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
ქორწინების ბათილობა რთული სამართლებრივი პროცესია, რომელიც მოითხოვს მყარ მტკიცებულებებს.
თუ დამაბრკოლებელი გარემოებები აღმოიფხვრა (მაგალითად, პირი განქორწინდა წინა მეუღლესთან), სასამართლოს შეუძლია ქორწინება ნამდვილად ცნოს იმ მომენტიდან, როცა დამაბრკოლებელი გარემოება გაქრა.
Law Office/იურიდიული კომპანია OK&CG.
შესაძლებელია თუ არა ანდერძის შეცვლა?
სუროგატის უფლებების დაცვა: პრაქტიკული რჩევები
მართვის უფლების აღდგენა - ვის შეეხება ამნისტია?
მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაცია
სამკვიდროს მიღება ან უარი მის მიღებაზე
რას გულისხმობს უდანაშაულობის პრეზუმფცია?
რჩევები ავტოსაგზაო შემთხვევისას
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS საიდუმლო
ნასყიდობა გადახდის განვადებით - ცნება და შინაარსი
მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე