102
2026.03.24
უძრავი ქონების შერჩევისას, განსაკუთრებით, მშენებარე მდგომარეობაში, ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს, რათა შემდგომი გართულებები ავირიდოთ თავიდან. ამ პროცესში არსებითი ადგილი სამართლებრივ ინფორმირებულობას უჭირავს.
უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მოძრავი ნივთების შემთხვევისგან განსხვავებულ წესს ადგენს, რაც მოიაზრებს შემდეგს:
1. ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება და
2. საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრაცია.
შესაბამისად, თუკი რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაცია არ განხორციელდა, მხოლოდ ხელშეკრულების დადება საკუთრების უფლებას ვერ შეცვლის უძრავ ნივთზე.
უმჯობესია, შეამოწმოთ გამყიდველი კომპანია სამეწარმეო რეესტრში, რათა მიიღოთ ინფორმაცია შესაძლო აკრძალვებისა და ყადაღების შესახებ, რამაც შესაძლოა სამომავლოდ დაბრკოლებები წარმოქმნას.
ასევე, სასურველია შეამოწმოთ უძრავი ქონების სტატუსიც, რათა გამოირიცხოს ფართზე რაიმე სახის შეზღუდვა/იპოთეკა/სხვა ვალდებულება.
ვადის გადაცილების პრობლემა არამხოლოდ მსხვილი და წარმატებული კომპანიების, ასევე შედარებით პატარა კომპანიების შემთხვევაშიც იჩენს თავს.
უნდა იყოს განსაზღვრული შესაბამისი ვადა, როდისაა შესაძლებელი ხელშეკრულების შეწყვეტა, ასევე, ვადაგადაცილების შემთხვევაში, რა სანქციაა გათვალისწინებული და სხვ.
შენობის ექსპლუატაციაში მიღება საკმაოდ მრავალსაფეხურიანი პროცესია და შესაბამისად, გონივრული ვადების დაცვა საჭირო და აუცილებელიც კია.
დღესდღეობით უფრო მეტად ცდილობენ მსგავსი საკითხები იურისტების/ადვოკატების ჩართულობით გადაწყვიტონ, რათა შეძლონ გააზრებული და ინფორმირებული ნაბიჯების გადადგმა.
Law Office/იურიდიული კომპანია OK&CG.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება
შესაძლებელია თუ არა ქორწინების ბათილად ცნობა?
შესაძლებელია თუ არა ანდერძის შეცვლა?
სუროგატის უფლებების დაცვა: პრაქტიკული რჩევები
მართვის უფლების აღდგენა - ვის შეეხება ამნისტია?
მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაცია
სამკვიდროს მიღება ან უარი მის მიღებაზე
რას გულისხმობს უდანაშაულობის პრეზუმფცია?
რჩევები ავტოსაგზაო შემთხვევისას
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS საიდუმლო