რა საფუძვლით წყდება ქორწინება?3835 2025.05.15
რა საფუძვლით წყდება ქორწინება?

ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს ქორწინება?

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის მიხედვით:

ქორწინება წყდება:

 

• ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებით;

 

• კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით;

 

• განქორწინებით.

 

რა შემთხვევაშია დაუშვებელი განქორწინება?

ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

 

განქორწინებისთვის სავალდებულოა თუ არა სასამართლოსთვის მიმართვა?

განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

 

განქორწინების საქმეთა განხილვა სასამართლოს მიერ

განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

 

სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

შეუძლიათ თუ არა განქორწინებულ მეუღლეებს ხელახლა დაქორწინება?

დიახ. სამოქალაქო კოდექსის 1136-ე მუხლის თანახმად:

განქორწინებულ მეუღლეებს უფლება აქვთ ხელახლა დაქორწინდნენ.

 

განქორწინებასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.

სხვა სიახლეები
19 ოქტ

როგორ ხდება ცოლ-ქმრის ერთობლივი ქონების გაყოფა?

16 ოქტ

რა ვადაში გადადის ვალი ხანდაზმულობაში საქართველოში?

12 ოქტ

რა უნდა შევამოწმოთ ბინის ყიდვამდე საჯარო რეესტრში?

09 ოქტ

როგორ დავარეგისტრიროთ შპს: საჭირო დოკუმენტები და ეტაპები

07 ოქტ

როდის არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო?

30 სექ

უწყების ჩაბარება ოჯახის წევრის მიერ

15 სექ

მემკვიდრეობით მიღებული ვალები გადადის მემკვიდრეზე?

14 მაი

დაუსწრებელი გადაწყვეტილება: რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

24 მარ

როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...

06 მარ

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება