თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანეთ ავტომანქანა და სადაზღვევოს მიერ წარმოდგენილი ზიანის კალკულაცია არარეალურია, მაშინ ეს უნდა იცოდე:
ავტოსაგზაო შემთხვევისას უნდა იმოქმედო რაც შეიძლება სწრაფად და გონივრულად. პირველივე დღიდან სანამ სადაზღვევო დაიწყებს დაზიანებული ავტომანქანის შეკეთებას, აუცილებლად უნდა დააფიქსიროთ უმნიშვნელო დეტალიც კი, ანუ ავტომანქანის ფაქტობრივი მდგომარეობა.
გადაიღეთ ავარიის ადგილი, საგზაო ნიშნები, გზის მდგომარეობა, შუქნიშნები, ასევე მანქანის პოზიცია ავარიის შემდგომ მომენტში.
და თქვას, რომ შენმა ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შენ კი, გადაღებული ფოტოებით შეძლებ დაამტკიცო, რომ ზიანი არც ისეთი მასშტაბური იყო, როგორც ეს ინვოისშია აღწერილი.
ეს დოკუმენტი და განსაკუთრებით VIN კოდი (უნიკალური 17-ნიშნა იდენტიფიკატორი) გამოიყენება დაზიანებული ავტომანქანის კონკრეტულად იმ მოდელის დასადგენად, რომელთანაც ინციდენტი მოხდა.
ტექნიკური დათვალიერების პასპორტი და VIN კოდი იდენტიფიკაციას უზრუნველყოფს.
სადაზღვევო კომპანიამ შესაძლოა მოგვიანებით თქვას, რომ დაზიანდა სხვა მანქანაც (მაგ., იგივე მოდელის, მაგრამ სხვა ნომრის ან მდგომარეობის მქონე).
შენ კი, თუ გექნება VIN-ის ფოტო, ზუსტად დაამტკიცებ, რომ სწორედ ის მანქანა იყო, რომელიც შემთხვევის დროს იქნა დაზიანებული.
ექსპერტიზის მიზანს წარმოადგენს მიყენებული ზიანის ობიექტურად და ზუსტად დადგენა, სანამ დაზიანებული ტრანსპორტი აღდგება.
თუ არ გექნებათ ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლო იხელმძღვანელებს სადაზღვევო კომპანიის მიერ წარდგენილი ინვოისებით, რომელშიც ხშირად მითითებულია არარეალური ფასები, ხოლო როცა ტრანსპორტი აღდგენილია, ზიანის დადგენა უკიდურესად რთულია ან შეუძლებელი.
ექსპერტიზას კი ფოტოები დაეხმარება ზარალის ობიექტურად შეფასებაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებული ტრანსპორტი ამ დროისთვის უკვე აღდგენილია.
აგრეთვე უმჯობესი იქნება გადაიღოთ ვიდეოც, რადგან ხშირად ვიდეოს კადრი უკეთ ასახავს დარტყმის ხარისხსს და შესაძლებელი ხდება ზიანის ანაზღაურების ზუსტად განსაზღვრა.
ჩაიწერე გარემოებები მოკლედ, სად მოხდა, რა ვითარებაში, რა სიჩქარით მოძრაობდი, როგორი იყო ხილვადობა, გზა და ა.შ.
შეინახეთ ყველა ის ფოტო და მტკიცებულებები რაც დაკავშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევასთან, რადგან ავარიის შემდეგ შეიძლება გავიდეს გარკვეული დრო სანამ სადაზღვევო კომპანია დაგიკავშირდებათ.
ისინი ზიანის ანაზღაურებას მოგთხოვენ ხშირად უკვე აღდგენილი ტრანსპორტის ინვოისებზე დაყრდნობით.
ავტორი: ბაია ტეფნაძე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია VS საიდუმლო
ნასყიდობა გადახდის განვადებით - ცნება და შინაარსი
მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე
რა საფუძვლით წყდება ქორწინება?
მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა
სამეწარმეო სუბიექტის რეგისტრაცია
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
ვინ არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი?
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?