მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე2994 2025.06.12
მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე

როგორ წარმოიშობა და წყდება მფლობელობა ნივთზე?

სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მიხედვით:

მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

 

ხოლო მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

 

სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს მფლობელობის სახვადასხვა სახეს:

• პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა

• ერთპიროვნული მფლობელობა და თანამფლობელობა

 

თანამფლობელობა

თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად.

 

ვინ არ ითვლება მფლობელად?

პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.

 

მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეებზე

მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან (სამკვიდროს დამტოვებელთან).

 

რას გულისხმობს ნივთის ფლობის უწყვეტობის ვარაუდი?

თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება, რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც.

 

მფლობელობასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა ჩნდება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.

სხვა სიახლეები
19 ოქტ

როგორ ხდება ცოლ-ქმრის ერთობლივი ქონების გაყოფა?

16 ოქტ

რა ვადაში გადადის ვალი ხანდაზმულობაში საქართველოში?

12 ოქტ

რა უნდა შევამოწმოთ ბინის ყიდვამდე საჯარო რეესტრში?

09 ოქტ

როგორ დავარეგისტრიროთ შპს: საჭირო დოკუმენტები და ეტაპები

07 ოქტ

როდის არის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო?

30 სექ

უწყების ჩაბარება ოჯახის წევრის მიერ

15 სექ

მემკვიდრეობით მიღებული ვალები გადადის მემკვიდრეზე?

14 მაი

დაუსწრებელი გადაწყვეტილება: რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

24 მარ

როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...

06 მარ

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება