დასჯადია თუ არა მესენჯერში არასასურველი და ძალადობრივი კომუნიკაცია – იურისტი ადევნებასა და სექსუალურ ძალადობაზე 242 2020.10.27
დასჯადია თუ არა მესენჯერში არასასურველი და ძალადობრივი კომუნიკაცია – იურისტი ადევნებასა და სექსუალურ ძალადობაზე

ადევ­ნე­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა – ეს ორი ფრა­ზა ბოლო პე­რი­ოდ­ში ხში­რად ის­მის. გახ­ში­რე­ბუ­ლია ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. ადევ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა­დას­ხვა ფორ­მით გა­მო­ხა­ტუ­ლი, მათ შო­რის, მუდ­მი­ვი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი მი­წე­რით. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამ ქმე­დე­ბას დას­ჯა­დად ცნობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს კა­ნო­ნი ცოტა ხნის წინ მი­ი­ღეს, თუმ­ცა მსგავ­სი პრაქ­ტი­კა სხვა­დას­ხვა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ათწლე­უ­ლე­ბია არ­სე­ბობს. აშშ–ს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დევ­ნა და მუ­ქა­რა მო­ი­აზ­რებს შე­მა­წუ­ხე­ბელ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­საც, წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის და­ტო­ვე­ბას ან პი­რის ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტიც, რომ ამ ქმე­დე­ბებს, შე­საძ­ლოა, ახ­ლდეს ან არ ახ­ლდეს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე და ზი­ა­ნი, ასე­ვე, ასეთ ქმე­დე­ბას შე­საძ­ლოა მოჰ­ყვეს ან არ მოჰ­ყვეს პირ­ზე თავ­დას­ხმა ან მკვლე­ლო­ბა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ადევ­ნე­ბა არის დას­ჯა­დი.

 

წაიკითხეთ: Ambebi.ge - https://bit.ly/2G129KP

 

რო­გო­რია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და რა ქმე­დე­ბე­ბია დას­ჯა­დი – ამ სა­კი­თხებ­ზე დე­ტა­ლუ­რად სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო OK&CG-ის სის­ხლის სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბის ად­ვო­კა­ტი თა­მუ­ნა ხა­ჩი­რაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს.

რას ნიშ­ნავს ადევ­ნე­ბა?

ადევ­ნე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რაც გუ­ლის­ხმობს პი­რა­დად ან მე­სა­მე პი­რის მიერ მსხვერ­პლის ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ან ახ­ლობ­ლე­ბის უკა­ნო­ნო თვალ­თვალს ან არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას. ეს ქმე­დე­ბა არის დას­ჯა­დი. არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია შე­იძ­ლე­ბა დამ­ყარ­დეს ტე­ლე­ფო­ნის ან სხვა ელექტრო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ შო­რის, მე­სენ­ჯე­რის, ვოთ­სა­ფის, მე­ი­ლის სა­ხით. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ფოს­ტით არა­სა­სურ­ვე­ლი წე­რი­ლე­ბის გაგ­ზავ­ნაც.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ადევ­ნე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად იწ­ვევს პი­რის ფსი­ქი­კურ ტან­ჯვას, ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ან ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ფუძ­ვლი­ან შიშს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მსხვერ­პლს ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლას აი­ძუ­ლებს ან აგ­რძნო­ბი­ნებს ამის რე­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბას.

ადევ­ნე­ბის კლა­სი­კურ მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მსხვერ­პლის სახ­ლთან, სამ­სა­ხურ­თან ლო­დი­ნი, ბავ­შვე­ბის ბაღ­თან ან სკო­ლას­თან დახ­ვედ­რა, ხში­რი რეკ­ვა, სა­ჩუქ­რე­ბის გაგ­ზავ­ნა. ნე­ბის­მი­ე­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­მე­ლიც არა­სა­სურ­ვე­ლია, უკა­ნო­ნო და დას­ჯა­დია.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ქალი, თუ ხვდე­ბა რომ ვინ­მე აე­დევ­ნა?

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ, რომ ამ და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და არა მხო­ლოდ ქალი. კა­ნო­ნი ადევ­ნე­ბის და­ნა­შა­ულ­ში სპე­ცი­ა­ლურ სუ­ბი­ექტს არ გა­მო­ყოფს, ანუ ქალი არ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სუ­ბი­ექ­ტი. ეს ნიშ­ნავს, რომ ამ კუ­თხით შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი იქ­ნეს ხელ­ყო­ფი­ლი.

თუ მსხვერ­პლი ხვდე­ბა, რომ მას აე­დევ­ნენ და ამის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი აქვს, მან უნდა მო­ახ­დი­ნოს ოპე­რა­ტი­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა და მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს. ეს არის პო­ლი­ცია, რო­მე­ლიც მსხვერ­პლს უნდა და­ეხ­მა­როს ძა­ლა­დო­ბის აღ­მკვე­თი შე­სა­ბა­მი­სი ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით.

მსხვერ­პლის მო­თხოვ­ნი­სა და მისი დაც­ვის მიზ­ნით შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ცეს დამ­ცა­ვი და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის აღ­კვე­თის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად მსხვერ­პლმა ისარ­გებ­ლოს უფა­სო თავ­შე­საფ­რით ან კრი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრით. აღ­ნიშ­ნულ ცენ­ტრებ­ში გან­თავ­სე­ბი­სას მსხვერ­პლს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს უფა­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი კონ­სულ­ტა­ცია, უფა­სო გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა.

ონ­ლა­ინ მუ­ქა­რის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მსხვერ­პლი?

მსხვერ­პლმა ონ­ლა­ინ მუ­ქა­რის შემ­თხვე­ვა­შიც ანა­ლო­გი­უ­რად უნდა მი­მარ­თოს სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, რო­გორც ეს ფი­ზი­კუ­რი მუ­ქა­რის ან ადევ­ნე­ბის დროს ხდე­ბა. ონ­ლა­ინ ფორ­მით გა­მოვ­ლე­ნი­ლი მუ­ქა­რაც ით­ვლე­ბა მუ­ქა­რად, თუ მსხვერ­პლმა იგი რე­ა­ლუ­რად აღიქ­ვა და არ­სე­ბობს სხვა წინა პი­რო­ბე­ბიც, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რია.

თუ მშო­ბე­ლი ხვდე­ბა, რომ ბავ­შვი შევ­წი­რო­ვე­ბის ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, მაგ­რამ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ის?

თუ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია ან მე­სა­მე პი­რის­გან ვი­ცით, რომ ბავ­შვი არის შე­ვიწ­რო­ვე­ბის და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ პო­ლი­ცი­ას და ბავ­შვის დაც­ვის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს. შე­საძ­ლე­ბე­ლია არ გვქონ­დეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. თუმ­ცა ბავ­შვის ნათ­ქვა­მი და ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი საკ­მა­რი­სი პი­რო­ბაა იმის­თვის, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი და მო­ახ­დი­ნონ რე­ა­გი­რე­ბა და­ნა­შა­უ­ლის აღ­კვე­თის მიზ­ნით.

კა­ნო­ნი­ე­რია თუ არა ძა­ლა­დო­ბის­გან თა­ვის დაც­ვის ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა ელექტრო­შო­კი ან წი­წა­კის სპრეი?

ქალ­მა და არა მარ­ტო ქალ­მა, ნე­ბის­მი­ერ­მა ადა­მი­ან­მა უნდა და­იც­ვას თავი, თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მას გა­აჩ­ნია. ამის­თვის შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს მო­წყო­ბი­ლო­ბა, რომ­ლის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბაც გა­აჩ­ნია და შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ზო­მებს. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს ელექტრო­შო­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია ობი­ექ­ტის დრო­ე­ბით და­სა­ზი­ა­ნებ­ლად. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­ზის აე­რო­ზო­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მელ­საც გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი და ცრემ­ლმდე­ნი ეფექ­ტი აქვს. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს წი­წა­კის სპრეი.

მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩა­მოთ­ვლი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მსხვერ­პლმა მათი გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სე­ბი და მე­თო­დი­კა კარ­გად იცო­დეს.

სხვა სიახლეები
30 ნოე

ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე უარის თქმის გამო შესაძლოა 1000დან 1500 ლარამდე ჯარიმა დაგეკისროთ

24 ნოე

რა იწვევს დანაშაულის რომანტიზებას?

17 ნოე

რა ბედი ელის ფინანსურ ვალდებულებებს კომპანიის ლიკვიდაციის დროს – ადვოკატი ანა გორდეზიანი

17 ნოე

რითი განსხვავდება სამეწარმეო საქმიანობის ფორმები და როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი

02 ნოე

იყო თუ არა საქართველოს ბანკზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ტერორისტული აქტი?

30 ოქტ

უწყინარი კომპლიმენტი თუ პერსონალური მონაცემების დარღვევა?

28 ოქტ

რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოთ ნაჩუქარი უძრავი ქონება ან სხვა ნივთი  

16 ოქტ

იურიდიული მომსახურება, რომელიც კომპანიისთვის ფინანსურად ყველაზე მომგებიანია

16 ოქტ

რისი მოთხოვნის უფლება აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კომპენსაციის სახით და რა შემთხვევაში?

16 ოქტ

„მეწილეებიდან ერთ-ერთს 1%-ით მეტი მაინც უნდა ჰქონდეს“ - იურისტ დავით მუმლაძის რჩევები მათ, ვინც საერთო ბიზნესს იწყებს