მედიაცია ქართულ კანონმდებლობაში4496 2018.10.09
მედიაცია ქართულ კანონმდებლობაში

მედიაცია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ხშირად იწოდება, როგორც „დავის ალტერნატიული გადაწყვეტა“. მედიაცია მოლაპარაკების პროცესია, სადაც ნეიტრალური პირი-მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს ან/და მათ წარმომადგენლებს ეხმარება, მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში. მედიატორი შეთანხმების პირობებზე გავლენას არ ახდენს. ის მედიაციის პროცესს უძღვება და მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს ეხმარება, შეთანხმებას მიაღწიონ უფრო სწრაფად და ნაკლებ დროში, ვიდრე ისინი დამოუკიდებლად შეძლებდნენ. მედიაციის პროცესი მთლიანად თავისუფალი და არაფორმალურია. მხარეებს შეუძლიათ, პირველი შეხვედრის და შემდგომაც, ნებისმიერ დროს შეწყვიტონ აღნიშნული პროცესი.

 

 მედიატორი მედიაციის პროცესის დროს წარმოადგენს დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ პირს, რომელიც მხარეებს ეხმარება კონსენსუსის მიღწევაში. მედიაციის მთავარი არსი და დანიშნულება ის არის, რომ აღდგენილ და შენარჩუნებულ იქნეს ის სოციალური ურთიერთობები, რაც მხარეთა შორის არსებობს. მედიაციის პროცესის დანიშნულება დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთშეთანხმებაში მდგომარეობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მედიაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი სოციალურია- ე.ი. უპირატესად ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნებაა. მოლაპარაკების მონაწილე მხარეები ნებაყოფლობით თანხმდებიან მედიაციის პროცესს და შეთანხმებას დამოუკიდებლად აღწევენ, ანუ მათი შეთანხმება მთლიანად თვითპასუხისმგებლობაზეა დამყარებული. მედიაციის პროცესის შედეგად მიღწეული შეთანხმების ნებაყოფლობით შესრულება ხელს უწყობს და ინარჩუნებს იმ სოციალურ ურთიერთობებს, რაც მოდავე მხარეთა შორის არსებობს. ხშირ შემთხვევაში, კანონმდებელი მოსამართლეებს უფლებას აძლევს, დაავალოს მხარეებს მედიაციის პროცესში ჩართვა. აქედან გამომდინარე, შეიძლება, „დაირღვეს“ მედიაციის უმთავრესი პრინციპი – ნებაყოფლობითობა.

 

 პრაქტიკაში ხშირად დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ არის ის პირი, რომელიც ეხმარება მხარეებს მოლაპარაკებაში. გამომდინარე იქიდან, რომ მედიაცია მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერა და ხელშეწყობაა, ლოგიკურია, რომ ეს პროცესი მესამე დამოუკიდებელი პირის გარეშე ვერ ჩაივლის. სხვაგვარად რომ ითქვას, ეს არის სტრუქტურირებული მოლაპარაკების პროცესი, რომელიც პროფესიონალი მედიატორის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. მედიატორი არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც სხვადასხვა სფეროში სპეციალური სწავლება აქვს გავლილი და მხარეებს კონფლიქტის აღმოფხვრაში ეხმარება. მოდავე მხარეთათვის სასურველი შედეგის მიღწევისათვის დიდი  მნიშვნელობა აქვს მედიატორის პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას. ამასთან, მედიატორი შესაძლოა, იყოს სასამართლოს თანამშრომელი, უბრალო მოხალისე, რომელიც სასამართლოს ეხმარება, მოსამართლე ან სხვა ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს პირადი გამოცდილება და ცოდნა კონფლიქტის მოგვარებაში.

 

მედიაციისა და, ზოგადად, დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების აუცილებლობა ასახულია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში. მედიაციის განვითარების საქმეში ევროკავშირი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან საერთაშორისო პარტნიორებთან.

„მედიაციის შესახებ“ ახალი კანონის პროექტზე მუშაობა 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო -ევროკავშირის/EU4Justice და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, USAID/PROLoG-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) აქტიური ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით. სამუშაო ჯგუფში შედიოდნენ სასამართლო კორპუსის, იუსტიციის სამინისტროს, მედიატორთა ასოციაციების, აკადემიური წრეებისა და ზემოაღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მედიაციის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, თავად მოდავე მხარეებისათვის, რადგან ამით მათ შეუძლიათ ბევრად უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით გადაწყვიტონ მათ შორის არსებული პრობლემები, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოების განტვირთვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებას ამ სფეროში.

 

მედიაციისუპირატესობაარბიტრაჟთანმიმართებით:

მედიაციას აქვს შემდეგი უპირატესობები არბიტრაჟთან შედარებით:

1.ღირებულება-პროცედურების ღირებულება, როგორც წესი, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე არბიტრაჟში. ასევე, ცალკე აღსანიშნავია დავის საგნის ღირებულება. შესაძლოა დავის საგნის ღირებულება იმდენად მცირე იყოს, რომ მისი არბიტრაჟისთვის წარდგენა  ფინანსურად აზარალებდეს მხარეს.

2. სისწრაფე-მედიაციის პროცესზე შეთანხმების შემდგომ, პროცესი რამდენიმე დღეს გრძელდება, ქართული კანონმდებლობით, სასამართლო მედიაციის შემთხვევაში არაუმეტეს 90 დღისა. გარდა ამისა, არბიტრებისგან განსხვავებით, მედიატორებს შეუძლიათ, იქცნენ არა მარტო დავის მომგვარებლებად, არამედ ,ახალი გარიგების ხელშემწყობებად (ე.წ. deal maker). მათ შეუძლიათ განაპირობონ ემოციურირესურისდაზოგვაც. მედიატორები ეხმარებიან მხარეებს, თავიდან აიცილონ ორი სახის „ჩავარდნა“. კერძოდ, თუ მხარეები მისდევენ წინასწარ  არჩეულ სტრატეგიას, შესაძლოა, მათთვის მომგებიანი შეთანხმება უარყონ ან თუნდაც, მორიგდნენ, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით თავისდა საზიანოდ.  აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები შეიძლება აღემატებოდეს სასამართლო