როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან გენმოდიფიცირებული და ბუნებრივი პროდუქცია?2350 2016.06.07
როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან გენმოდიფიცირებული და ბუნებრივი პროდუქცია?
თანამედროვე სამყაროს განვითარებამ საზოგადოება სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დააყენა. ურბანულ მსოფლიოში სამეურნეო საქმიანობით სულ უფრო ნაკლებია ადამიანია დაკავებული, გენმოდიფიცირებული პროდუქტები კი ბუნებრივ საკვებს ანაცვლებს და ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილი ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ გენური ინჟინერიით დამზადებული საკვები ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება, საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული უნდა იყოს ამა თუ იმ პროდუქტის დამზადების წესის შესახებ. სწორედ ამ საკითხს ეხება საქართველოს კანონი „ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ და განმარტავს, რომ ამ კანონის მიზანს წარმოადგენს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანა. ეს კი თავის მხრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს თავად გააკეთონ არჩევანი გენური ინჟინერიით დამზადებულ პროდუქციასა და ბუნებრივი გზით მოყვანილ პროდუქტებს შორის. აღსანიშნავია, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. კერძოდ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს: რომ იგი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია და მისი ტრანსპორტირება ხორციელდება ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით; შესაბამისი საკონტაქტო პირის სახელი, მისამართი და სხვა ცნობები ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, აგრეთვე იმ პირის სახელი და მისამართი, რომელსაც ეგზავნება ტვირთი. ამასთან, კანონი აღნიშნავს,რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომი უნდა იყოს: გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაცია საზოგადოებისათვის ღია და ხელმისაწვდომია. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით. სამწუხაროდ, მიუხედავად სამართლებრივ აქტებში განმტკიცებული დებულებებისა, მათი აღსრულება რეალურად იშვიათად ხდება. იმედს ვიტოვებთ, რომ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმთა შესახებ კანონი პრაქტიკაშიც დამკვიდრდება, გამოყენებული იქნება შესაბამისი აღნიშვნები,წარწერები შეფუთვაზე, რაც მომხმარებელს შესაძლებლობს მისცემსთავისი სურვილისამებრ გადაწყვიტოს, რომელ საკვებ პროდუქტს მიანიჭებს უპირატესობას.