დაიცავით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა1975 2012.10.19
დაიცავით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
საქართველო უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა. მისი მიწა–წყალი იტევს ურიცხვ ისტორიულ ფაქტებსა და ინფორმაციას იტევს. თითოეული მხარე დატვირთულია კულტურული ძეგლებით და არქეოლოგიური აღმოჩენებით. მსგავსი მემკვიდრეობა განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს, აქქედან გამომდინარე, საქართველოში მოქმედი სისხლის სამართალი აერთიანებს რამდენიმე ნორმას სწორედ ამსაკითხთან დაკავშირებით. დაიმახსოვრეთ და გაითვალისწინეთ, რომ არქეოლოგიურ ობიექტზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე განზრახ ზემოქმედება, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება გამოიწვია ან რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანება –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განადგურება, ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის დაზიანება ან განადგურება –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის ფიზიკური დაცვის არეალში დამცავი ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც მნიშვნელოვნად გააუარესა ძეგლის აღქმა ან გამოყენება, შეამცირა მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულება ანდა დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა მას, ასევე არქეოლოგიური დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევა, რამაც დაზიანების ან განადგურების საფრთხე შეუქმნა არქეოლოგიურ ობიექტს –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.ძეგლების, არქეოლოგიური ობიექტების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კულტურული ფასეულობების საქართველოდან უნებართვო გატანა –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

შექმნილია „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“, რომელიც 2008 წელს პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნდა. სააგენტო შეიქმნა ქვეყნის ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის კომპლექსური ძეგლების ბაზაზე, წარმოადგენს მათ ერთობლიობასა და სამართალმემკვიდრეს. ქვეყანა ცდილობს შეინარჩუნოს, განაახლოს და დაიცვას მისი კულტურული მემკვიდრეობა. ამ საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. ((წყარო:http://heritagesites.ge/?lang=geo&page=232))