საბანკო ოპერაციების თავისებურებანი815 2012.10.18
საბანკო ოპერაციების თავისებურებანი
დღევანდელ რეალობაში ალბათ ხშირად სარგებლობთ ისეთი საბანკო ოპერაციებით, როგორიცაა ანაბარი, სესხი თუ სხვა. საქართველოს კანონმდებლობა კი განსაზღვრავს თქვენსა და ბანკის უფლებებს, რათა ორივეს ინტერესები ჯეროვნად იყოს დაცული. პირველ რიგში მინდა საკანონმდებლო თვალსაზრისით განგიმარტოთ, თუ რას ნიშნავსანაბარი. ეს არის პროცედურა, როდესაც ფულადი თანხის შეტანით, საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს მასზესაკუთრების უფლებას და ვალდებულია ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს მიღებული თანხა. თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინთქვენს მიერ შეტანილი ფულადი თანხა შეიძლება ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ უკან. გაითვალისწინეთ, რომ ანაბარს ერიცხება შესაბამისი პროცენტი.