სახელი თქვენი უმთავრესი ქონებაა1161 2012.10.18
სახელი თქვენი უმთავრესი ქონებაა
თქვენი სახელი – არის თქვენი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. გქონდეთ სახელი, ნიშნავს გქონდეთ სტატუსი. თქვენი სახელი ხელშეუხებელია, ვერავინ წაგართმევთ მას და ვერც შეცვლას შეძლებს თქვენივე სურვილის გარეშე. ეს ის ქონებაა, რომელზეც ვერავინ ვერასდროს შეგეცილებათ. საქართველოს სამოქალაქო სამართლით განსაზღვრულია, რომ ყველა ფიზიკურ პირს აქვს სახელისუფლება, რაც მოიცავს სახელს და გვარს. კანონი ასევე გვამცნობს, რომ სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისათვის საჭიროა თქვენი დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ.