განათლება – შენი ნათელი მომავლისთვის931 2012.10.18
განათლება – შენი ნათელი მომავლისთვის
არავინ კამათობს იმაზე, რომ განათლების დონე მუდმივად უნდა მაღლდებოდეს. როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან შესთავაზონ მოსწავლეებსა და სტუდენტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის განათლება და შეუქმნას სწავლისთვის აუცილებელი, კონფორტული პირობები. საგანმანათლებლო დაწესებულებების სტანდარტებთან შესაბამისობას აკონტროლებს კანონი – განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, რომლის მიხედვითაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მაძიებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მაძიებლები გადიან სპეციალურ ავტორიზაციას, რაც არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გადასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება სპეციალურიექსპერტთა ჯგუფი. სტატუსის მაძიებელს კი შეუძლია ისარგებლოს ექსპერტთა ჯგუფის წევრის ან წევრების აცილების უფლებით. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომლის წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ მინისტრი. აღნიშნული საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს. ავტორიზაციის ვადა 5 წელია. საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. ავტორიზაციის სტანდარტებს წარმოადგენს საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალური და ადამიანური რესურსები. ავტორიზაციას არ ექვემდებარებიან სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ასევე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ინდივიდუალურ საგანმანათლებლო საქმიანობას, მათ შორის პროფესიულ სფეროში. ავტორიზაციის შედეგად, საგანმანათლებლო დაწესებულებებიიღებენ მოსწავლეებს, პროფესიულ სტუდენტებისა და სტუდენტებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცემენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოუმენტს. ავტორიზაციის მიღების მრავალჯერადობა ხელს უწყოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მუდმივად აკონტროლონ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები. განაახლონ სტანდარტები და აამაღლონ განათლების მიწოდების დონე. ასევე ერთვება ჯანსაღი შეჯიბრებითობის პრინციპი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის და იხვეწება საერთო სისტემა. გაქვთ უფლება მიიღოთ სრულყოფილი განათლება, რომელიც მნიშვნელოვან და უმთავრეს როლსაც შეასრულებს თქვენს პროფესიულ განვითარებაში. დაიცავით თქვენი უფლება – მიიღეთ ძლიერი განათლება.