შობის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციები საქართველოში4191 2016.01.06
შობის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციები საქართველოში
შობა ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი სულიერი დღესასწაულია. მას ეგებებიან ლოცვით, მარხვით, აღსარებითა და ზიარებით. საქართველოში შობას ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. ეს კალენდარი 325 წელს მიიღო. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ და ჩვენი ეკლესია მას დღემდე იცავს. „ბიბლიის“ მიხედვით, ისრაელი იმ დროისათვის რომის იმპერატორს ემორჩილებოდა. ერთხელაც, იმპერატორმა ბრძანება გამოსცა, ყველა ჩემი ქვეშევდრომი იმ ქალაქში ჩაეწეროს, საიდანაც მისი წინაპრები იყვნენო. იოსების და მარიამის მშობლიური ქალაქი ბეთლემი იყო. ისინი გაემგზავრნენ ბეთლემისკენ და როცა ქალაქში მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ხალხის ჩამოსვლის გამო, ბეთლემი გადავსებული იყო. ამიტომ რადგან ბინა ვერ იშოვეს, ქალაქის განაპირას, მწყემსების გამოქვაბულს შეაფარეს თავი. სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს მშობიარობის დრო. შვა ვაჟი - ძე ღვთისა. მწყემსებმა, რომელნიც ქალაქის სიახლოვეს ცხვარს აძოვებდნენ, ცაში დაინახეს ნათება და ბრწყინვალე ანგელოზი, რომელმაც ხალხს მაცხოვრის დაბადება ახარა... ამ ღამეს ქრისტეშობის სიხარულს, როგორც ბეთლემის გამოქვაბული, ვეღარ იტევდა ტაძარი, მწყემსებთან ერთად გამოდიოდა გარეთ, მწყემსების მეშვეობით თვითოეულ მოკვდავამდე მიდიოდა და ეს სიხარული ქრისტეს ხორციელი მოვლინებით განცდილი, ყველას ერთ მრევლად, ქრისტეს მიწიერ სხეულად, ეკლესიად აქცევდა. შუასაუკუნეების გადმოცემის თანახმად, შობას იერიქონში ვარდები იშლებოდნენ დეკემბერში, შიომღვიმეში ტაძრის კედელთან ამოსული წითელი ვარდის კოკრები, თითქოსდა მეალილოე მწყემსების დარად ელიან შობას, რომ აყვავდნენ სიხარულისა და დიდების ნიშნად“ საქართველოში შობას ალილოობის ტრადიცია არსებობს.

უკვე საუკუნეებია, ქართველები ალილოობის მონაწილეებს და მიმლოცველებს სხვადასხვა საჩუქრებით ხვდებიან: „ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, აჯილდოვებდა მეალილოებს, შობის სიმბოლოთი, რომელიც სულ მალე, აღდგომას, ქრისტეს ჯვარცმის ნიშნად წითლად შეიღებებოდა და მეჭონეებს, ქრისტეს აღდგომის მახარობლებს მიერთმეოდა. კვერცხით, რომელიც ოდითგან საუცხოო საჩუქრად ითვლებოდა. და ვაი, მას ვინც ძღვენს დაინანებდა. ამას გარდა, ქრისტიანი ქართველი მოსულში, ყოველ სტუმარში, მათ შორის ყოველ მეალილოეში ღმერთს ხედავდა, რომელთათვის მირთმეული ძღვენი შესაწირიც იყო და საჩუქარიც, დიდებაც და თაყვანისცემაც.