ID ბარათს ახალი ფუნქციები ემატება836 2012.10.18
ID ბარათს ახალი ფუნქციები ემატება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახალ ნოვაციებს გვპირდება. 2012 წლის 04 მაისს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”, ID-ბარათის ციფრული ხელმოწერის ფუნქციისა და ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოში პირველად ქაღალდზე არსებული ხელმოწერის ალტერნატივა ციფრული ხელმოწერა დაინერგება, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდად დოკუმენტს ხელი მოაწერონ.