ჩვენ და მსოფლიო – წამების წინააღმდეგ1986 2012.10.18
ჩვენ და მსოფლიო – წამების წინააღმდეგ
წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტანჯვა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა – ეს ის არის რის წინააღმდეგაც აქტიურად იბრძვის მთელი მსოფლიო. თუმცა მიუხედავად უამრავი მცდელობისა ეს საკითხი ჯერაც არ არის აღმოფხვრილი. კონტროლი უფრო და უფრო მკაცრდება და სტანდარტებიც იცვლება და იხვეწება. ხალხთა ერთსულოვნება საკითხისადმი შეურყეველია. წამება – მისი დეფინიციის მიხედვითარის ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს ძლიერ ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილს, ტანჯვას. წამების მიზანი შეიძლება იყოს პირისაგან რაიმე შინაარსის ინფორმაციის მიღება, აღიარების მოსმენა, ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, თუნდაც რასის, კანის ფერის, რელიგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით.

სამწუხაროდ ხშირად გვესმის ტელევიზიით და ვკითხულობთ პრესაში კრიმინალური თავდასხმების, ძარცვის ფაქტებზე, როდესაც თავდამსხმელების მხრიდან ძალადობის უკიდურესი შემთხვევებია დაფიქსირებული. ოცდამეერთე საუკუნეში თითქოს წარმოუდგენელია ამგვარი ფაქტები. თუმცა სტატისტიკა საპირისპიროზე მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური წამების კვალი ძირითადად თვალნათლივადაა შესამჩნევი, მაინც ძნელია საქმე აღიძრას ამ სტატუსით. აღნიშნული ფაქტი, ძნელი დასამტკიცებელია. დანაშაულმა შეიძლება რიგ შემთხვევებშიფიზიკური შეურაცხყოფის მუხლით შეეფარდოს თუ განმარტება და ფაქტები ზუსტად არ არის დადასტურეებული. პირისთვის მიყენებული ტანჯვა, შეიძლება შეფასდეს რამდენიმე ფაქტორის მიხედვით. ესენია:

  • ხანგრძლივობა;
  • აღსრულების ხასიათი და მეთოდი;
  • შედეგები (ფიზიკური და სულიერი ტრავმის ხარისხი);
  • მსვერპლის სქესი, ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.

უნდა გაიმიჯნოს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. არაადამიანურ მოპყრობად მიიჩნევა ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან/და სულიერ ტანჯვას. მსგავსმა მოპყრობამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური ზიანი და ფსიქოლოგიური მოშლილობა. დამამცირებელია ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს შიშს, დამცირების გრძნობას, შეურაცხყოფას. ასევე შეიძლება ამგვარი ქმედება ზიანს აყენებდეს პირის სულიერ მდგომარეობას და აიძულებს მას თავისი სურვილის, მორალისა და სხვა ფაქტორების წინააღმდეგ მოქმედებას. მსხვერპლის ასაკი, სქესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება განსაზღვრული გახდეს იმის დასადგენად, მოპყრობა წამებაა თუ არაადამიანური. წამებას ხშირად მიმართავენ თანამდებობის პირების, რომელთა ბრძანებითაც პირს შეიძლება მიაყენონ განზრახ ფიზიკური და სულიერი ტანჯვა ინფორმაციის, აღიარების მისაღებად ან მის დასასჯელად. თუმცა რა თქმა უდნა ეს ფაქტი სასტიკად ეწინააღმდეგება კანონს და მსგავსი ბრძანების პირები სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან. წამების ცნება მოცემულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციაში – წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და სასჯელის წინააღმდეგ, კონვენციაც საქართველოში რატიფიცირებულია 1994 წლის 22 სექტემბრიდან. კონვენციის პირველ მუხლშივე განსაზღვრულია რომ „წამება არის თანამდებობის პირის ან ოფიციალური უფლებამოსილების შემსრულებლის ან მისი წაქეზებით ან თანხმობით სხვა პირის განზრახი ქმედება, რომელიც ადამიანს აყენებს მძიმე ტკივილს ან ტანჯვას, როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს“ უკვე აღვნიშნე რომ წამება შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ზეწოლა. და არა მხოლოდ თანამდებობის და მოძალადეთა მიერ განხორციელებული. დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს ადამიანისთვის ფსიქოლოგიური ზეწოლა, ისე რომ გაითვალისწინოთ მისი სულიერი მდგომარეობა. ხომ არ შესწრებიხართ ამგვარი ზეწოლის ფაქტებს? შეიძლება თქვენც ყოფილხართ მსხვერპლი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. წამება ოჯახში, საცხოვრებლში, სასწავლებელში, სამსახურში… ჩამონათვალი მართლაც დიდია. გააანალიზეთ, რას ჩათვლიდით წამებად და რა გაყენებთ ტკივილს. იბრძოლეთ თქვენი უფლებების დასაცავად. დაიცავით საკუთარი უფლებები და მეტ პატივს სცემთ სხვისას. ძალა ხომ ერთობაშია. მსოფლიო კანონმდებელი მხარს უჭერს წამების აღმოფხვრას. ერთად ვიბრძოლოთ შედეგისთვის.