ვიკილიქსი – ინფორმაციის თავისუფლების ახალი სტანდარტი3622 2012.10.18
ვიკილიქსი – ინფორმაციის თავისუფლების ახალი სტანდარტი
ვიკილიქსი (Wikileaks) წარმოადგენს მედია ორგანიზაციას, რომლის მიზანიც არის საზოგადოების ინფორმირება იმ საკითხებში, რომელიც დაფარულია და ხშირად სახელმწიფო საიდუმლოებასაც წარმოადგენს. ორგანიზაცია აქვეყნებს ორიგინალ დოკუმენტებს, და სხვა სახის ვიდეო თუ აუდიო მასალას. იმის მიუხედავად რომ აღნიშნული ორგანიზაცია არც ისე დიდი ხანია რაც დაფუძნდა, მან მალევე მოიპოვა ცნობადობა საერთაშორისო სკანდალების ხარჯზე. იგი ოფიციალურად დაფუძნებულია 2007 წლიდან. ვიკილიქსში თვლიან, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მრავალი საერთაშორისო კონფლიქტის, თუ სხვა სახის დაპირისპირების გამოაშკარავებაში და აღმოფხვრაშიც კი. ვიკილიქსმა სერიოზული, მიზანმიმართული ბრძოლა გააჩაღა სიტყვის თავისუფლების ახალი სტანდარტების დასაფუძნებლად მსოფლიოს მაშტაბით.

ვიკილიქსი იყენებს უახლეს ტექნოლოგიურ და არა მარტო ტექნოლოგიურ მიღწევებს ჟურნალისტიკაში. ბევრს გაუჩნდა კითხვა, იყო თუ არა მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სინამდვილესთან შესაბამისობაში. ვინ შეიძლება გასცეს სახელმწიფოს, პოლიტიკური, ეკონომიკურიდა სხვა სახის საიდუმლოებები, როგორ ხდება მათი მოპოვება. ვიკილიქსში ამბობენ რომ ეს ყველაფერი მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე ჟურნალისტების დამსახურებაა. ორგანიზაცია ხშირ შემთხვევაში ინფორმაციას ანონიმური წყაროდან იღებს. “Wikileaks needs you” – ეს სიტყვები დახვდება მის საიტზე შესულ ადამიანს. ჟურნალისტური გამოძიებისთავის მკითხველს ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხალხი არის ნებისმიერი ინფორმაციის მამოძრავებელი, ჟურნალისტების სერიოზული მამოტივირებელი ძალა. ვიკილიქსის პოპულარობა სწორედ ხალხის უდიდესი გამოხმაურების და აქტიურობის შედეგია. მიუხედავად ხალხისგან დიდი დაინტერესებისა, ვიკილიქსის აქტიურობამ ბერვი მტერიც გაიჩინა. პრობლემები მატულობდა, გახმაურებული იყო უამრავი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მათ შორის პოლიტიკოსების პირადი საუბრებიც კი. ორგანიზაციის შეჩერება კი შეუძლებელი გახდა. ინფორმაცია ვრცელდებოდა ინტერნეტით და დღითიდღე მეტი და მეტი მნახველი ყავდა. თვეების განმავლობაში ვიკილიქსი ნომერ პირველი განხილვის თემა იყო ტელევიზიითაც. 2011 წელს ვიკილიქსის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ საქმე აღიძრა ბრიტანეთის სასამართლოში. პარალელურად, შვედეთის პროკურატურა მოითხოვდა მის ექსტრადირებას, რადგან ბრალად სდებდა გაუპატიურებასა და ძალადობას. გავრცელდა ინფორმაცია რომ ვიკილიქსისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში ბრალი წაუყენეს ამერიკელ ჯარისკაცს ბრედლი მენინგს, რომელიც ბრალდებას უარყოფდა. იგი 2010 წლის 10 მაისს დააკავეს. მიუხედავად წარმოქმნილი არა ერთი პრობლემისა, ვიკილიქსი დღემდე ფუნქციონირებს და საზოგადოებას უახლეს ინფორმაციას აწვდის.http://wikileaks.org/ სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება დაცულია საერთაშორისო კანონმდებლობით. თუმცა ვიკილიქსის ქმედებები ნაკლებად თუ იქნება გამართლებული ამ სტანდარტით. თუმცა კანონით თუ მის გარეშე, ვიკილიქსი გახდა სერიოზული განხილვის, და მოწონების საგანიც კი. მისი ქმედებები კანონდარღვევაა თუ სამართლიანი მაგალითი, ისევ და ისევ პრობლემური საკითხია და კანონისა სასამართლოს განსასჯელია.