არასრულწლოვანთა რესოციალიზაციის პროგრამები1017 2015.03.04
არასრულწლოვანთა რესოციალიზაციის პროგრამები
არასრულწლოვანთა რესოციალიზაციის საკითხის დიდ მნიშვნელობაზე არავინ დავობს. დანაშაულის პრევენცია, ალბათ, სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიის დევიაციური ქცევისკენ მიდრეკილი ახალგაზრდებისთვის ქმედითი პროგრამების შეთავაზებით უნდა დაიწყოს. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია დანაშაულის ჩადენის შემდგომი პროცესები, რაც, ასევე, მოიცავს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას. არასრულწლოვანთა თემით დაინტერესებულნი არიან როგორც იურისტები, ისე ფსიქოლოგები და ერთიანი ძალებით ცდილობენ საჭირო მექანიზმების შემუშავებას იმისთვის, რომ მათი რესოციალიზაცია გამარტივდეს. აღნიშნული თემის აქტუალურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს ისიც, რომ ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ფარგლებში არაერთი სტატია მივიღეთ, რომელიც სწორედ ამ საკითხებს შეეხებოდა. ამჯერად გთავაზობთ მარიამ ბეჟანიშვილის ნაშრომს თემაზე - "არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისთვის არსებული პროგრამები სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგ, მათი დახვეწის გზები და ინიციატივები". აღნიშნულ ნაშრომში რესოციალიზაციის მიზნების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ კონკრეტულადაა მოცემული პატიმრობის შემდგომი რესოციალიზაციის ძირითადი მიმართულებები: ფსიქო-სოციალური და სამედიცინო მომსახურება, იურიდიული დახმარება, დასაქმებასა და განათლებაში ხელშეწყობა, სამოქალაქო აქტივიზმი, საზოგადოების ჩართულობა. ავტორი თითოეულ მათგანზე მსჯელობს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პროგრამებისა და სერვისების გაანალიზების კუთხით.

ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისთვის არსებული პროგრამები.