უზენაესი სასამართლოს განმარტება მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმებზე1390 2015.01.21
უზენაესი სასამართლოს განმარტება მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმებზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთამტკიცებულებათა შეფასების არა მარტო პროცესუალურ, არამედ მატერიალურსამართლებრივ კრიტერიუმებზე(საქმე№ას-872-830-2013). მოცემულ დავაშიყურადსაღებიასასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი, რომელიცეხება,კრედიტორის (ა.ა-ის) ნაცვლად,მესამე პირის მიერ (მ.ქ-ის) სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების მიღებას.

ამ დავაში საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილავალდებულების შესრულების სუბიექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებზე.

აქედან გამომდინარე,დაისვა შემდეგი კითხვები: 1. მ.ქ-ის(მესამე პირის)მიმართ ვალდებულების შესრულებით ა.-ის(კრედიტორის)წინაშევალდებულება ითვლება თუ არაშესრულებულად დააღნიშნული გარემოებარამდენად დგინდებაგასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან? 2. სასამართლომკანონის მოთხოვნათა დაცვით დაადგინათუ არავალდებულების შესრულების ფაქტი(საქმე№ას-872-830-2013)?

დასმულ კითხვებს გაეცა უარყოფითი პასუხი, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 412-ე მუხლები).

საკასაციო პალატამიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლი ამავე კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებით მოცემულ კონტექსტში, რამაც განაპირობა ნორმის არასწორი განმარტება, შესაბამისად, არასწორად დაადგინა ამ მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი);(ასევეიხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილბა ას-951-989-2011 10 ნოემბერი,2011 წელი).

იმის გათვალისწინებით, რომ დავალების ხელშეკრულების დასადებად კანონი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლი) არ ითვალისწინებს სპეციალურ ფორმას ან განსაკუთრებულ წესს, ის შეიძლება,დაიდოს ზეპირადაც. მითითებული ნორმის თანახმად,დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია,შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

ამდენად, ამ გარემოებების დადგენისათვის მოწმის ჩვენება წარმოადგენს დასაშვებ მტკიცებულებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი), მაგრამ მ. ქ-ის ჩვენება, რაც შეიძლება საკმარისი იყოს ა. ა-თან დავალების ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად, არ არის საკმარისი სასესხო ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად.

ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურსამართლებრივი წესით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად.

გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

წყარო