საქორწინო კონტრაქტი3605 2012.10.18
საქორწინო კონტრაქტი
ზოგადადკანონმდებლობაშექმნილიასამართლებრივიურთიერთობისმოგვარების საფუძვლით, თუმცა არსებობს საკითხები,რასაცკანონივერდაარეგულირებს, მაგალითად ადამიანის გრძნობები…. ალბათ აღნიშნული მსჯელობარამდენიმე ათეული წლის წინ ლოგიკური იქნებოდა,თუმცადღესდღეობით “გრძნობების”ნაწილიმაინცსამართლებრივიკუთხით “რეგულირებული”გახდა.მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოსაქორწინოკონტრაქტის (ხელშეკრულების) სამართლებრივ-სოციალურჭრილზე.

საქორწინო ხელშეკრულება განსაზღვრავს მეუღლეთა ქონებრივი ხასიათის ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს. კანონი იძლევა შესაძლებლობას, მეუღლეებმა ან დასაქორწინებელმა პირებმა დადონ საქორწინო კონტრაქტი, განსაზღვრონ მისი პირობები და ვადები. მისი დადებისას მხარეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა ის წესი და პირობა, რაც აუცილებელია საერთოდ ხელშეკრულების დადებისას. იგი არ წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის აქტს. მისი დადება მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. აღნიშნული კონტრაქტით არ შეიძლება განისაზღვროს ოჯახის სხვა წევრთა ქონებრივი ხასიათის უფლებები და მოვალეობები. საქორწინო ხელშეკრულება სოციალისტური სამართლისათვის ამორალურ გარიგებად მიიჩნეოდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იგი ჩვეულებრივი მოვლენაა და დამკვიდრებულია პრაქტიკაში, სხვადასხვა ქვეყანაში საოჯახო კანონმდებლობისათვის წარმოადგენს ჩვეულ ინსტიტუტს და ფართოდ გამოიყენება მეუღლეთა ქონებრივი უფლებებისა და მოვალეობების მოსაწესრიგებლად. საყურადღებოა, რომსაქორწინო ხელშეკრულებით, მხოლოდ ქონებრივი უფლება–მოვალეობების განსსაზღვრა შეიძლება!ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთაპირადიუფლებები და მოვალეობები. საქორწინო ხელშეკრულება, შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ დროს. თუ კი ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე დაიდო, იგი ძალაში მხოლოდ რეგისტრაციის მომენტიდან შევა. საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით დაუნდა დადასტურდეს ნოტარიულად. ხელშეკრულებით, მეუღლეებმა შეიძლება განსაზღვრონ როგორც უკვე არსებული, ისე მომავალში შეძენილი ქონების ბედი. მათ შეუძლიათ, გააერთიანონ მთელი თავისი ქონება ან დაადგინონ თითოეულის ნაწილობრივი ან განცალკევებილი საკუთრება ქონებაზე. ხელშეკრულებით, აქვე გათვალისწინებული შეიძლება იყოს, თითოეული მეუღლის მიერ, შემოსავალში მონაწილეობის პირობები, საოჯახო ხარჯების გაწევის წესები და ასევე, თუ ვინ რა ქონებას მიიღებს განქორწინების შემდეგ. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს: 1. მეუღლეთა ურთიერთ რჩენის მოვალეობა; 2. მშობლების უფლება – მოვალეობები შვილების მიმართ; 3. საალიმენტო მოვალეობანი; 4. დავის შემთხვევაში – სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. ასევე, ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინბულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ერთ–ერთ მეუღლეს. საქორწინო ხელშეკრულების შეცვლა დასაშვებია, თუ კი მეუღლეები ამაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელია, ასევე დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს რომელიმე მეუღლეს. საქორწინო ხელშეკრულება წყდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით ანგანქორწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, ჩნდება კითხვა,უფრო მიზანშეწონილია სოციალური საზოგადოების მოსაზრება ამორალურ გარიგებაზე თუ დასავლური დამოკიდებულება ქორწინების კონტრაქტის არსებობის თვალსაზრისით? საკითხთან მიმართებაში საზოგადოების აზრი მაინც იყოფა და ნაწილი საზოგადოებისა მიიჩნევს, რომ საქორწინო კონტრაქტის აუცილებლობა მაინც დიდ როლს თამაშობს მეუღლეთა ქონებრივ ურთიერთობებში.