16 სექტემბრიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს სამუშაო საათები იცვლება998 2013.09.16
16 სექტემბრიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს სამუშაო საათები იცვლება
ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან იცვლება აღსრულების ეროვნული ბიუროს სამუშაო საათები, კერძოდ: ბიურო საქმიანობას დილის 09:00 საათის ნაცვლად დაიწყებს 10:00 საათზე, სამუშაო დღე კი 18:00 საათის ნაცვლად დასრულდება 19:00 საათზე. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული სიახლე არ ვცელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს იუსტიციის სახლებში წარმოდგენილ განყოფილებებზე, სადაც დადგენილია განსხვავებული სამუშაო გრაფიკი (09:30 - 18:30). აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების დროულად და გამართულად მისაღებად გთხოვთ გაითვალისწინოთ სამუშაო დროის ცვლილება ბიუროში მომართვისას. www.nbe.gov.ge