გამოსაცდელი ვადის მაქსიმალური ზღვარი მცირდება701 2013.09.13
გამოსაცდელი ვადის მაქსიმალური ზღვარი მცირდება
საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც გამოსაცდელი ვადის ზედა ზღვრის შემცირებას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, შესაძლებელია, მსჯავრდებულს გამოსაცდელი ვადა 41 წლამდე განესაზღვროს, რაც სასჯელის მიზნების არაადეკვატურია. ცვლილებათა პროექტის მიხედვით, პირობითი მსჯავრის შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადის მაქსიმალური ზღვარი ექვსი წელი იქნება, ხოლო მინიმალური – ერთი წელი, რაც მთლიანად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, სასჯელთა შეკრებითობისას, მინიმალურ ზღვრად დგინდება 2 წელი, ხოლო მაქსიმალურად – 6 წელი. მთავრობის მიერ მოწონებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირაში შევა განსახილველად.