სანოტარო მედიაცია საქართველოში2136 2013.08.22
სანოტარო მედიაცია საქართველოში
მედიაცია, როგორც კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანთა სოციალური ურთიერთობების შენარჩუნების  ეფექტური საშუალება, სრულიად ახალი მოვლენა და ნაკლებად განვითარებული ინსტიტუტია თანამედროვე ქართულ სამართალში. ამიტომ, საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტას, და, მეორე მხრივ, მხარეებს გაუჩენს სურვილს წარმოშობილი კონფლიქტი სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის ხელშეწყობით მოაგვარონ. რა ფუნქციებისა და უპირატესობების მქონეა სანოტარო მედიაცია და რამდენად სრულყოფილია მასთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობა? გთავაზობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის, სიმონ ტაკაშვილის ნაშრომს. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>სანოტარო მედიაცია საქართველოში