საპროცესო ძირითადი უფლებები3369 2013.08.19
საპროცესო ძირითადი უფლებები
საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ე.წ. საპროცესო უფლებათა ძირითად ბლოკს, რომელიც შედგება მე-18, მე-40 და 42-ე მუხლებისაგან. ამ ბლოკის უმთავრესი შემადგენელი ნაწილი კი 42-ე მუხლია, რომლის თითოეული პუნქტი ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა უმნიშვნელოვანეს პრინციპებს შეიცავს. ესენია: სასამართლო დაცვის, იგივე სამართლიანი სასამართლოს უფლება, უფლება კანონიერ სასამართლოზე, დაცვის უფლება, ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა (ne bis in idem); იმ დანაშაულისათვის დასჯის დაუშვებლობა, რომელიც მისი ჩადენის დროს დანაშაულად არ ითვლებოდა (nulla poena sine lege), კანონის უკუძალის პრინციპი, შეჯიბრებითობის, იგივე საშუალებათა თანასწორობის პრინციპი, უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებების იურიდიული ძალის საკითხი და უკანონოდ მიყენებული ზარალის სახელმწიფო სახსრებიდან სრული ანაზღაურების უფლება. ამ უფლებებს ხშირად მართლმსაჯულების ძირითად უფლებებსაც უწოდებენ. არის თუ არა აღნიშნული უფლებები სათანადოდ დაცული საქართველოს კანონმდებლობაში? ამ თემაზე წარმოგიდგენთ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტის, ლაშა თვარაძის ნაშრომს. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>საპროცესო ძირითადი უფლებები