საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა1290 2013.08.02
საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი იც­ვლე­ბა
უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­ვა. ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე საუბრობს. "ა­ხა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით მოხ­დე­ბა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის - როგორც მძღო­ლე­ბის, ისე ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის უფ­ლე­ბა-­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის განსაზღვრა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს; ზოგიერთ ნორ­მას ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა აქამ­დე არ იც­ნობ­და, კერ­ძოდ, შე­მო­დის გარემოსთან ურ­თიერ­თო­ბის ახა­ლი წე­სე­ბი, - იკ­რძა­ლე­ბა ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის რეცხვა ტბებ­ში, ზღვებ­ში, წყალ­სა­ცა­ვებ­ში, მდი­ნა­რე­ებ­სა და მა­თი ნა­პი­რე­ბი­დან არა­ნაკ­ლებ 10 მეტ­რის და­შო­რე­ბით, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ებს ეკრძალებათ გზის საფარი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბა; უსაფრთხოებისთვის, გზებ­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას დღე-­ღა­მის ნებისმიერ დროს მუ­შებს დიდ მან­ძილ­ზე ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვი, ფოსფორირებული და შუ­ქამ­რეკ­ლი ტან­საც­მე­ლი უნ­და ეც­ვათ. კა­ნონ­პრო­ექ­ტში კი­დევ უფ­რო კონ­კრეტ­დე­ბა წე­სე­ბი სატ­რან­სპორ­ტო საშუალებებით ბავ­შვთა გადაყვანის თა­ო­ბა­ზე, რაც ზაფ­ხულ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა: ბავშვთა გა­დაყ­ვა­ნა დასაშვებია მხო­ლოდ ჯდო­მით, ფეხ­ზე დგო­მით - აკ­რძა­ლუ­ლია.აკ­რძა­ლუ­ლია 12 წლამ­დე ბავ­შვის გა­დაყ­ვა­ნა მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის წი­ნა სა­ვარ­ძლით, მოტოციკლით და მო­პე­დით, ასე­ვე მო­ტო­რი­ზე­ბუ­ლი კვად­რო­ციკ­ლით, თუ მი­სი კონ­სტრუქ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ბავ­შვო ეტ­ლის, სა­ვარ­ძლის ან შე­სა­ბა­მი­სი დამ­ჭე­რი მოწყ­ო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. 3 წლამ­დე ბავ­შვის გადაყვანისას, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სა­ბავ­შვო ეტ­ლი­ს ან სა­ვარ­ძლის გა­მო­ყე­ნე­ბა, ამ ასა­კის ბავ­შვი შე­იძ­ლე­ბა მო­თავ­სდეს უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მჯდო­მი არა­ნაკ­ლებ 16 წლის მგზავ­რის კალ­თა­შიც, იმ პი­რო­ბით, თუ მას მხო­ლოდ ერ­თი ბავ­შვი უჭირავს" – აცხადებს თადუმაძე. წყარო ambebi.ge