კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ712 2013.07.31
კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
როგორც მოგეხსენებათ, საადვოკატო ბიურო OK & CG–მ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის ჩაატარა კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეებს მისცემოდათ შესაძლებლობაგამოექვეყნებინათ საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე შექმნილი რეფერატები, სტატიები და სამეცნიერო ნაშრომები და გაეცნოთ ისინი ფართო საზოგადოებისათვის. ასევე, მოეხდინა მათი წახალისება და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა. კონკურსს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც სტუდენტების, ასევე კურსდამთავრებულთა მხრიდან. ნამუშევრების მიღების ვადა 30 ივლისს ამოიწურა, დღეს კი უკვე შეგვიძლია დავასახელოთ გამარჯვებული მონაწილეები: I ადგილი – ლაშა თვარაძე (კავკასიის უნივერსიტეტი) –ერთწლიანი უფასო სტაჟირება საადვოკატო ბიურო OK & CG-ში II ადგილი – სიმონ ტაკაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) –ელექტრონული წიგნების წამკითხველი III ადგილი– ნინო აშორდია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) –იურიდიული ლიტერატურის ნაკრები რაც შეეხებათ დანარჩენ მონაწილეებს, საადვოკატო ბიუროOK & CG ყველა მათგანს გადასცემს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ჩვენს ოფისში სექტემბრის თვეში. OK & CG მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს აქტიურობისათვის და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენს ბიუროსთან. გამარჯვებულებს კი ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში!