კანონიერი ნდობის პრინციპი კანონიერების პრინციპის პირისპირ3968 2013.07.27
კანონიერი ნდობის პრინციპი კანონიერების პრინციპის პირისპირ
კანონიერი ნდობის პრინციპი, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ადმინისტრაციულ სამართალში. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს, ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა ასევე უზრუნველყოფს სამართლებრივ სტაბილურობას სახელმწიფოში. ადმინისტრაციულ სამართალში, ასევე არსებობს მეორე ინსტიტუტი - კანონიერების პრინციპი, რომლებიც ხშირად უპირისპირდება კანონიერი ნდობის პრინციპს. წარმოგიდგენთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ლევან ჯგერენაიას ნაშრომს, რომლის კვლევის საგანს წარმოადგენს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპის სამართლებრივი ანალიზი. თემაში წარმოჩენილია ის პრობლემატური საკითხები, რომელიც უკავშირდება ამ ორ ინსტიტუტს. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>კანონიერი ნდობის პრინციპი კანონიერების პრინციპის პირისპირ