ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერებისა და ბათილობის კრიტერიუმები1656 2013.07.23
ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერებისა და ბათილობის კრიტერიუმები
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 თავში ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესახებ მხოლოდ ზოგადი ნორმებია მოცემული. დადგენილია ხელშეკრულების ფორმის, ბათილად გამოცხადებისა და შეცვლის ზოგადი პირობები, ხელშეკრულების ძალაში შესვლის, სუბიექტთა, ხელშეკრულების დადებაში მესამე პირების მონაწილეობის სპეციალური და დამატებითი მოთხოვნები. რაც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენას, ბათილობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს და ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობას, როგორც ამას კოდექსის შესაბამისი მუხლები მიუთითებს, ყოველივე ამას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. რა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა – ამ თემასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტის, გიორგი შერმადინის ნაშრომს. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>ადმინისტრაციული ხელშეკრულების კანონიერებისა და ბათილობის კრიტერიუმები