რეგისტრირებული გირავნობის პრიორიტეტულობა838 2013.07.18
რეგისტრირებული გირავნობის პრიორიტეტულობა
გირავნობის საგნის მესაკუთრე გარიგების ის მხარეა, რომლის საკუთრება გირავნობის განმავლობაშიც ისევე უნდა იყოს გარანტირებული, როგორც სხვა დროს. ამ უფლების გარანტირებულობას შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება განაპირობებს. ასევე გირავნობისას გვყავს სხვა მხარეც და საკუთრების გარანტირებულობა არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ზემოთ ხსენებული „სხვა მხარის“ უფლებები ყოველთვის მეორეხარისხოვანია.ასეთ ურთიერთობაში და ზოგადად ნებისმიერ ურთიერთობაში მნიშვნელოვანია დაცულ იქნას ორივე მხარის უფლებები. მისი დაცვა წარმოუდგენელია უფლების სუბიექტის დაკონკრეტების გარეშე. იმისათვის, რომ არ მოხდეს გირავნობის რომელიმე მონაწილის მხრიდან მესაკუთრის უფლების შელახვა ან პირიქით, აუცილებელია გამოიკვეთოს უფლებების მატარებელი სუბიექტები. ამ მიზნებს ემსახურება რეგისტრაცია და რეგისტრირებული გირავნობის არსი. რეგისტრირებული გირავნობის უპირატესობებს განიხილავს თავის ნაშრომში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, სიმონ ტაკაშვილი. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>რეგისტრირებული გირავნობის პრიორიტეტულობა