ყველაზე უჩვეულო ქორწინებები1027 2013.06.25
ყველაზე უჩვეულო ქორწინებები
ზოგიერთ ქვეყანაში არ არის აკრძალული ცხოველებზე ქორწინება, რაც, ალბათ, კანონმდებლებისთვის წარმოუდგენლად ჟღერდა და კანონში მსგავსი შეზღუდვის დაწესება აზრადაც არ მოსვლიათ. კანონით მინიჭებული ასეთი თავისუფლება არაერთმა ადამიანმა გამოიყენა. მაგალითად, ილინოისის შტატში ერთ–ერთი მილიონერის მეუღლე, მარგარეტ ჯონსი ქმრის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის გარეშე დარჩა, რადგან მილიონერმა მთელი ქონება თავის საყვარელ ნაგაზს დაუტოვა. ამის გამო მილიონერის ქვრივი იძულებული გახდა ქორწინება ძაღლთან გაეფორმებინა და ამ გზით მიეღო ქონება. კიდევ ერთი უჩვეულო ქორწინება ისრაელში დაფიქსირდა. 41 წლის შერონ ტენდლერმა იქორწინა დელფინზე.ქალბატონმა დელფინთა ვოლიერში მცხოვრები სინდი თხუთმეტი წლის წინ გაიცნო, როდესაც პირველად ჩავიდა ისრაელის საკურორტო ქალაქ ეილათში. ბრიტანელი ქალბატონი დელფინით პირველივე დანახვაზე მოიხიბლა. მას შემდეგ შერონი წელიწადში ორ-სამჯერ ჩადიოდა ეილათში, რათა თავის ახალ მეგობართან ერთად გაეტარებინა დრო. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი საუცხოოდ გრძნობდა თავს. ეილათში თავისი ერთ-ერთი მორიგი ჩასვლისას შერონმა დელფინის მომთვინიერებელს უჩვეულო თხოვნით მიმართა: ნება დაერთოთ მისთვის, გარკვეული თანხის საფასურად სინდის ცოლი გამხდარიყო.ქორწილი „საქმროს სახლში“ , ვოლიერში შედგა. მას ესწრებოდა მრავალრიცხოვანი სტუმარი პატარძლის მხრიდან, დელფინარიუმის შოკირებული დამთვალიერებლები და აგრეთვე სასიძოს მეგობრები. ცხოველებთან დაქორწინებების რაოდენობით ინდოეთს პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. ამის მიზეზი ადგილობრივი ცრურწმენებია. არც ისე დიდი ხნის წინ ინდოეთის ორისის შტატში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო საქორწინო ცერემონია გაიმართა. ორი ათასი სტუმრის თანდასწრებით 30 წლის მამაკაცი... გველზე დაქორწინდა. შარმა დალმიას, როგორც საქმროს შეეფერებოდა, საზეიმო სამოსი ეცვა. მღვდელმსახურმა დალოცა კავშირი, წაიკითხა ტრადიციული მანტრები. პატარძალი მშვიდად იწვა მის გვერდით იატაკზე.დალმია ინდური საზოგადოების ყველაზე დაბალ კასტას განეკუთვნება და ვაიშნავთა სექტის წევრია. სწორედ მისმა მიმდევრებმა დაითანხმეს იგი, გველზე ექორწინა, რომელიც ინდოეთში წმინდა ცხოველად ითვლება. სექტის წევრთა აზრით, ეს კავშირი მათ წარმატებას მოუტანს და ყველა ფათერაკისგან დაიხსნის. წყარო reitingi.ge