ქორწინების წესი და ტრადიციები2305 2013.06.22
ქორწინების წესი და ტრადიციები
ქორწინება და მასთან დაკავშირებული წეს - ჩვეულებები მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენას წარმოადგენს, რომელთა კვლევის შედეგებზე ბევრადაა დამოკიდებული არამარტო საკუთრივ სოციალური ინსტიტუტების მეცნიერული შესწავლის, არამედ ხალხთა ყოფისა და კულტურის ყოველმხრივი კვლევის შესაძლებლობაც. ქორწინება მხოლოდ მაშინ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, როდესაც რეგისტრირებულია ტერიტორიული სააგენტოს სამსახურში. ქორწინების რეგისტრაციისათვის არსებობს აუცილებელი პირობები (ასაკი, დასაქორწინებელ პირთა თანხმობა) და ასევე ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებებიც. როგორია ქორწინების სამართლებრივი გაგება, როგორ შეიცვალა ქორწინების წესი დროთა განმავლობაში და რა არის იმ მთავარი მოთხოვნები, რაც უცვლელი დარჩა – ამ საკითხებს მიმოიხილავს თავის ნაშრომში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, ნათია ქომოშვილი. იხილეთ ნაშრომი სრულად >>>ქორწინების წესი, თავისებურებანი, ტრადიციები და საქორწინო კონტრაქტი