დოლჩეს და გაბანას 20 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ908 2013.06.20
დოლჩეს და გაბანას 20 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
იტალიის სასამართლომ ცნობილ დიზაინერებს, დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას 20 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი დიდი რაოდენობით გადასახადების დამალვაში ედებათ. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებდა, დიზაინერებმა შესაბამის უწყებებს არ მიაწოდეს ინფორმაცია, დაახლოებით, მილიარდი ევროს შემოსავლის შესახებ, რითაც თავი აარიდეს, არც მეტი არც ნაკლები, 416 მილიონი ევროს გადასახადის გადახდას.საქმე უკავშირდება 2004 წლის ქმედებას, როცა ცნობილი ფირმის, Dolce & Gabbana-ს დამფუძნებლებმა ფირმა მიყიდეს ლუქსემბურგში დაფუძნებულ კომპანიას.დიზაინერების საქმეს იტალიის შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდნენ. დოლჩე და გაბანა ბრალდებებს უარყოფენ. მილანის სასამართლო მათთვის 2,5- წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ 20 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დოლჩე და გაბანა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. იტალიის ქალაქებში კი უკვე გამოჩნდა გაზეთები სათაურებით "პირველი ლიგის დიზაინერები მალე ციხის ტანსაცმელს ჩაიცვამენ".