კანონით რეგულირებული მეზობლობა1690 2013.06.15
კანონით რეგულირებული მეზობლობა
მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება_მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. საინტერესოა, როგორ რეგულირდება კანონით სამეზობლო ურთიერთობები, რა შემთხვევაში აქვთ მათ თმენის ვალდებულება და რა შემთხვევებში ეკისრებათ ფულადი კომპენსაცია. ასევე, მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ გადაიჭრება მეზობლებს შორის აუცილებელი გზისა და სასაზღვრო მიჯნის პრობლემა. ამ საკითხებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, ლაშა თვარაძე თავის ნაშრომში "სამეზობლო სამართალი". იხილეთ ნაშრომი სრულად >>>სამეზობლო სამართალი