ადმინისტრაციული საჩივარი როგორც სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა2714 2013.06.14
ადმინისტრაციული საჩივარი როგორც სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა
სასკ-ში 28.12.2007 წლის კანონით შეტანილი ცვლილებისა და 04.12.2009 წლის დამატების შემდეგ ადმინისტრაციული სარჩელს მიენიჭა განსაკუთრებული სტატუსი, კერძოდ, სასკ-ის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ სზაკ-ით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს სამი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი,როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა; 3. სასამართლოების განტვირთვა. აღნიშნული საკითხის მნიშვნელობა და დამატებითი დეტალები განხილული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს, თეა ვარდიშვილს თავის ნაშრომში "ადმინისტრაციული საჩივარი როგორც სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა". იხილეთ ნაშრომი სრულად >>>ადმინისტრაციული საჩივარი როგორც სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა