შეურაცხადობის გაგება სამართალში3064 2012.10.17
შეურაცხადობის გაგება სამართალში
სამართალი და სამართლებრივი სისტემა, ალბათ დამეთანხმებით, ძალიან ახლო კავშირშია, კონკრეტულ ცხოვრებისეულ მომენტებთან. ვფიქრობ, რომ სამართალი მონათესავე დარგია ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის. თითოეული მარეგულირებელი ნორმა, გამომდინარეობს იმ საზოგადოების ინტერესებიდან, რომლისთვისაც იგი იქმნება. გამოდის რომ კანონის არსში ჩაწვდომამდე, მისი არსებობა არარსებობის საკითხთან დაკავშირებით, ახლო კონტაქტი უნდა ვიქონიოთ იმ ინდივიდებთან, ვისთვისაც კონკრეტული კანონი იქმნება, გავიგოთ მისი სოციალური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ურთიერთობებზე. ფსიქოლოგიას ხშირად თვლიან კანონის ერთ-ერთ მადეტერმინებელ ძალად. ის ერთგვარად განსაზღვრავს კანონის შინაარსს და დიფერენციაციას უწევს ფიზიკურ პირებს, რომელთაც მართალია მსგავსი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს, საერთო სოციალური პირობებისა თუ გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ საბოლოოდ ამ ორი სრულიად მსგავსი ქმედების ორი სხვადასხვა სუბიექტი რიგ შემთხვევებში სხვადასხვა დანაშაულებრივ კვალიფიკაციას ღებულობენ. ასე მაგალითად, ერთი მათგანი მკვლელობისათვის ციხეში მიდის, მეორე კიდევ არა ციხეში, არამედ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. რატომ ხდება ეს ასე? პასუხი თითოეული მათგთანის ფსიქოლოგიური სიჯანსაღიდან გამომდინარეობს, რომელსაც კანონი ითვალისწინებს თითქმის ყველა ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში. ზემოთ ხსენებული შემთხვევის სხვადასხვაგვარი კვალიფიკაცია ფსიქოლოგიური ხედვით გამომდინარეობდა იქედან, რომ ერთ-ერთი მათგანი აცნობიერებდა თავის ქმედებას, მეორე ვერა, რადგან იგი შეურაცხადი აღმოჩნდა. შეურაცხადობა(Insaliti)–ეს ისეთი მდგომარეობაა სამართლებრივი საზომით, რომლის დროსაც ინდივიდი განიხილება, როგორც იურიდიულად შეურაცხადი, ან არაქმედითი, არაკომპეტენტური. სამართალში შეურაცხადობის არსებობის პრაქტიკა 1843 წლიდან არსებობს დანიელ მაკნათენის (Daniel M`NaghTen) საქმიდან. მიუხედავად იმისა რომ მან მკვლელობა ჩაიდინა, იგი გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან იმ მოტივით რომ დანიელი რეალურად ვერ აცნობიერებდა თავის საქციელს შეუირაცხადობის საფუძვლით. ასევე ცნობილი ქეისია რონალდ რეიგანის მკვლელობის(1981 წლის 30 მარტი) საქმეზე გამართლებული ჯონ ჰინკლის „ უდანაშაულოდ ცნობა შეურაცხადობის საფუძველზე“. მსგავსი ფაქტები ხშირად დამნაშავეს, რომელსაც ციხისთვის თავის არიდება სურს, უჩენს შეგრძნებას რომ მას მოგიჟიანების საფუძველზე შეუძლია თავი დააღწიოს ციხეს, თუმცა რა თქმა უნდა ეს მიდგომა არასწორია, მაშინ როდესაც სტატისტიკა არცთუ სახარბიელოა (ბალტიმოტში, მერილენდში 60432 საბრალდებო აქტიდან მხოლოდ 190–მა დამცველმა (0.31%) შეიტანა შეურაცხადობის სარჩელი და მხოლოდ 8 მათგანი (4.2%) იქნა დაკმაყოფილებული. წყარო: რიჩარდ გერიგი, ფილიპ ზიმბარდო, „ფსიქოლოგიის საფუძვლები“.