საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს კონკურსს896 2013.06.11
საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს კონკურსს
საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს კონკურსს იურიდიული (სამართლის) ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის. კონკურსის მიზანია სტუდენტებსა და იურისტებს მიეცეთ შესაძლებლობა გამოაქვეყნონ საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე შექმნილი რეფერატები, სტატიები და სამეცნიერო ნაშრომები და გააცნონ ისინი ფართო საზოგადოებას. ასევე, მოხდეს მათი წახალისება და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა. საადვოკატო ბიურო „ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი“ ერთადერთი იურიდიული ფირმაა, რომლის ვებ-გვერდი www.myadvokat.geიურიდიული სფეროთი დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს სიახლეებსა და მიმოხილვებს სამართლისა და კანონმდებლობის თემაზე. ბიუროს მიზანია ისეთი ელექტრონული სივრცის შექმნა, სადაც ნებისმიერ მოხმარებელს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს მისთვის საინტერესო საკითხზე არსებულ კვლევასა და პუბლიკაციას საქართველოს მოქმედი სამართლის თეორიასა თუ პრაქტიკულ საკითხებზე. ბიუროს ვებ-გვერდზე უკვე არაერთი სტუდენტის ნაშრომია განთავსებული და თითოეულ მათგანს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა მკითხველთა მხრიდან. კონკურსის პირობები კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია იურიდიული (ან სამართლის) ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს და კურსდამთავრებულს აუცილებელია ნაშრომი ეხებოდეს იურიდიულ თემას კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი ნაშრომები ელ-ფოსტაზე info@myadvokat.ge , ნაშრომს თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ელ–ფოსტა და მობილურის ნომერი, სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს "საკონკურსო ნაშრომი" ნაშრომები მიიღება 11 ივნისიდან 30 ივლისის ჩათვლით თითოეული ნაშრომის მინიმალური მოცულობა უნდა იყოს 5 გვერდი (სატიტულო გვერდისა და გამოყენებული ლიტერატურის გარდა) შრიფტის ზომა 12, დაშორება 1,5. ნაშრომში დაცული უნდა იყოს აკადემიური სტილი და შესაბამისი წესების დაცვით მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურა თითოეული ნაშრომი გამოქვეყნდება საადვოკატო ბიუროს ვებ-გვერდზე www.myadvokat.ge გამარჯვებულის გამოვლენა კონკურსის გამარჯვებულები იქნებიან მონაწილეები, რომლებიც კონკურსის განმავლობაში ყველაზე მეტ ნაშრომს წარმოადგენენ სულ გამოვლინდება სამი გამარჯვებული - პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი კონკურსის პრიზები I ადგილი - ერთწლიანი უფასო სტაჟირება საადვოკატო ბიურო OK & CG-ში II ადგილი - ელექტრონული წიგნების წამკითხველი III ადგილი - იურიდიული ლიტერატურის ნაკრები შენიშვნა: სხვისი ნაშრომის გამოგზავნის შემთხვევაში საავტორო უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნაშრომის გამომგზავნს.