იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი არჩეულია730 2013.06.10
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი არჩეულია
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 მოსამართლე წევრი აირჩია. ზაზა მეიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, თამარ ალანია, ილონა თოდუა, პაატა სილაგაძე და ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები გახდნენ. მოსამართლეთა კონფერენცია მუშაობას გააგრძელებს 16 ივნისს და მოსამართლეები განიხილავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ დარჩენილ საკითხებს.