გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა სკოლებში1186 2013.06.07
გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა სკოლებში
საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ ადგენს იმ ნორმებს, თუ როგორ უნდა იყოს დაცული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში როგორც მოსწავლის, ასევე მშობლისა და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. კანონის მე–14 მუხლი თანახმად,მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.მოსწავლეს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა. გარდა ამისა,მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ საქველმოქმედო მიზნებისათვის, დადგენილი წესით მოიზიდონ ნებაყოფლობითი შემოწირულობები. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვა. სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით. რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, კანონის მიხედვითმოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. მათ არ შეიძლება მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთ პირად ცხოვრებაზე. კანონი ასევე მოითხოვს, რომმოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია დისციპლინური მონაცემებისგან განცალკევებით ინახებოდეს. დაუშვებელია მოსწავლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, აგრეთვე მოსწავლის და მასწავლებლის პირად სარგებლობაში გადაცემული, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური შეზღუდვა.