2013 წლის 3 ივნისი698 2013.06.03
2013 წლის 3 ივნისი
მოგესალმებით ჩვენო მკითხველებო! დღეს 2013 წლის 3 ივნისია, ორშაბათი, შესაბამისად, ახალი სამუშაო კვირა, ახალი საქმეები და სასამართლო პროცესები... საადვოკატო ბიურო OK & CG–ისათვის სამუშაო კვირის პირველი დღე საკმაოდ დატვირთული გამოდგა. ბიურომ დღეს, ჩვენი კლიენტების გარდა უფასო იურიდიული კონსულტაციის მსურველებსაც უმასპინძლა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ბიურო თანამშრომლობს რადიო "იმედის" გადაცემა "კანონთან". გასულ ოთხშაბათს გადაცემის სტუმარი OK & CG–ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი იყო და მსმენელთა კითხვებს პასუხობდა. გადაცემის ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ. საადვოკატო ბიურო OK & CG წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ!