2013 წლის 28 მაისი820 2013.05.28
2013 წლის 28 მაისი
მოგესალმებით ჩვენი ბიუროს ერთგულ მეგობრებს! დღეს 2013 წლის 28 მაისია, სამშაბათი და გვსურს ერთი საინტერესო სიახლის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. ხვალ, 29 მაისს 13:10 სთ–ზე საადვოკატო ბიურო OK & CG–ის დირექტორი, ოთარ კაჭკაჭაშვილი იქნება რადიო "იმედის" გადაცემა "კანონის" სტუმარი. გადაცემის თემა შეზღუდული არ არის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისთვის საინტერესო საკითხზე მიიღოს კვალიციფიური იურისტის კონსულტაცია. მსურველებს შეუძლიათ კითხვები დასვან როგორც უშუალოდ გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში, ასევე გადაცემის დაწყებამდეც. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენს ბიუროში იურიდიული კონსულტაცია უფასოა და მსურველებს ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც უშუალოდ ოფისში, ასევე სკაიპით myadvokat.ge