ქირავდება ქვეყანა813 2013.05.28
ქირავდება ქვეყანა
თანამედროვე ცხოვრებაში ბევრი უცნაური რამ ხდება, თუმცა ცოტა ხნის გავრცელდა ყველასათვის მოულოდნელი ინფორმაცია. ჯუჯა სახელმწიფოს, ლიხტენშტეინის ხელისფულებამ გადაწყვიტა ქვეყანა გააქირაოს. მსურველებს ლიხტენშტეინის ქირაობა დღიურად შეუძლიათ. ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით,ამ მომსახურებით დაინტერესდებიან მდიდარი ადამიანები, რომლებსაც სურთ საყვარელ ქალბატონზე შთაბეჭდილების მოხდენა, ან ბიზნეს შეხვედრების გამართვა. ერთი დღით ქვეყნის ქირაობა სულ რაღაც 70.000$ დაგიჯდებათ. ქვეყნის ფართობი 160 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა 35.000–ს შეადგენს. ვინც ქვეყანას იქირავებს, შეძლებს ალპების ულამაზესი ხედებით დატკბობას და ლიხტენშტეინის შესანიშნავი ციხეების მონახულებას. დამქირავებელს შეეძლება 150 სტუმრის კომფორტულ სასტუმროში განთავსება, საკუთარი ფულადი ერთეულის და საგზაო ნიშნების შემოტანა, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლები ისევ ჩვეულ ადგილებზე დარჩებიან.ასევე ღირებულებაში შედის სხვადასხვა ტურები ქვეყნის ტერიტორიაზე და სამეფო მარნიდან ღვინის დაგემოვნება. ქვეყნის ქირაობის შესახებ საჭიროა განაცხადის 6 თვით ადრე შეტანა და ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, მაგრამ თუ შემდგომში გადაიფიქრებთ მაშინ მოგიწევთ ჯარიმის სახით ღირებულების 50% გადახდა. გასულ წელს ცნობილ რეპერ Snoop Dogg_ს სურდა ლიხტენშტეინის ქირაობა, თუმცა მაშინ ხელისუფლება ამ შემოთავაზებას არ დათანხმდა და თანხის რაოდენობაც გასაიდუმლოებული დარჩა.