მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საკომისიო განაკვეთი შეიცვალა692 2013.05.27
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საკომისიო განაკვეთი შეიცვალა
ახალი რეგულაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უწესდება ზედა მაქსიმალური 2 პროცენტიანი ზღვარი, რომელიც შეუძლია მოსთხოვოს კლიენტს სესხის წინმსწრებად დაფარვის ან სხვა ბანკში გადატანის შემთხვევაში. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი განაკვეთი 27 მაისიდან ამოქმედდება. საქართველოს არასაბანკო ბაზარზე 63 მიკროსაფინასო ორგანიზაციაა წარმოდგენილი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდებ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც მათ ეკრძალებათ დეპოზიტების მიღება. კანონმდებლობითაა განსაზღვრული ერთ კლიენტზე გასაცემი სესხების და სხვა იურიდიული პირების კაპიტალში მათი მონაწილეობის ჯამური ოდენობა, ასევე დადგენილია მინიმალური კაპიტალის მოცულობა. წყარო netgazeti.ge