2013 წლის 24 მაისი714 2013.05.24
2013 წლის 24 მაისი
მოგესალმებით ჩვენი ბლოგის ერთგულ მკითხველებს. დღეს 2013 წლის 24 მაისია, პარასკევი დღე და, შესაბამისად, სამუშაო კვირის ბოლო დღე. კვირის ბოლოს გვინდა, რომ თქვენი ყურადღება კიდევ ერთხელ მივიპყროთ და ჩვენი ბიუროს სიახლეების შესახებ გიამბოთ. განვლილი სამუშაო კვირა ჩვენი ადვოკატებისთვის ტრადიციულად დატვირთული იყო სასამართლო პროცესებით, თუმცა ამ კვირაში ჩვენი ბიუროსთვის (და არა მარტო) ძალიან სასიხარულო ფაქტი მოხდა. ჩვენი ადვოკატების სწრაფი და სწორად გათვლილი მოქმედების დამსახურებით ერთი ოჯახი გადაურჩა ბინიდან გამოსახლებას. მოხარულები ვართ, რომ ამ ოჯახისათვის ძალიან მძიმე წუთების არიდებაში ჩვენმა ბიურომ თავისი წვლილი შეიტანა და ვუერთდებით მათ სიხარულს. ჩვენს ბიუროს კი ვუსურვებთ, რომ მომავალშიც არაერთი ადამიანისთვის ყოფილიყოს კარგი ამბების მახარობელი.