რა ხდება ამერიკულ ციხეებში1231 2013.05.21
რა ხდება ამერიკულ ციხეებში
ამერიკის შეერთებულ შტატებს პატიმართა რაოდენობით პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში. ამჟამად მათი რაოდენობა 2,2 მილიონს აჭარბებს. შესაბამისად, მათი შენახვა საკმაოდ ძვირი, 68 მილიონი დოლარი ჯდება. ამ თანხას, ბუნებრივია, გადასახადის გადამხდელები იხდიან. აშშ–ში საშუალო სასჯელი 3 წლამდე გაიზარდა, რაც 9 თვით აღემატება იგივე მონაცემს 1990 წლის სტატისტიკით. პატიმართა 48% ნარკოტიკების მიღების ან გასაღების გამო იხდის სასჯელს. პატიმრების უმეტესობა, სასჯელის მოხდასთან ერთად ციხის ტერიტორიაზე მუშაობს. ასუფთავებენ შენობას ან სამზარეულოში თავიანთი სადილისათვის აცხობენ პურს. მკაცრი რეჟიმის ციხეებში პატიმრებს უფლება აქვთ სადილობამდე ერთი საათით გაისეირნონ ეზოში, უყურონ ტელევიზორს ან ისარგებლონ ტელეფონით. ზოგიერთ ციხეში არსებობს სპეციალური წრეები, სადაც პატიმრები იღებენ განათლებას. მათ, ასევე, შეუძლიათ გაიარონ ნარკოტიკებისაგან თავის დაღწევის კურსი. თუმცა როგორც 2006 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, პატიმრების ნახევარზე მეტს ციხეში ყოფნის დროს ფსიქიკა შეერყათ, 10% კი გააუპატიურეს. წყარო ucnauri.com