პროკურატურა იუსტიციის სამინისტროსგან გაიმიჯნება744 2013.05.13
პროკურატურა იუსტიციის სამინისტროსგან გაიმიჯნება
პროკურატურის უფლებამოსილებების იუსტიციის სამინისტროსგან გამიჯვნის საკითხზე პარლამენტში კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა შედის. "ინტერპრესნიუსს" ინფორმაციით, კანონპროექტი მზად არის და მისი ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. ცვლილება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში პროკურატურის დამოუკიდებლობის ზრდას ითვალისწინებს და ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში პირველი პროკურორი იქნება არა იუსტიციის მინისტრი, არამედ - მთავარი პროკურორი. მსგავსი კანონპროექტი მომზადებული ჰქონდა დეპუტატ კობა დავითაშვილს. მისი პროექტის მიხედვით,იუსტიციის მინისტრს პროკურატურის მოწყობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება რჩება და მას იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორისგან დამოუკიდებლად ვერ გამოსცემს. დავითაშვილის ცნობით, "უცებ პროკურატურაში გაჩნდა იდეა, რომ ეს უფლებებიც პროკურატურას უნდა ჰქონდეს". "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, "პროკურატურის შესახებ" ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ფრაქცია "ქართული ოცნებაა". წყარო www.ipn.ge